მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მედია: რუსეთმა კიევში დნეპრზე მდებარე საკვანძო ხიდი ზედიზედ მესამედ დაბომბა
მედია: რუსეთმა კიევში დნეპრზე მდებარე საკვანძო ხიდი ზედიზედ მესამედ დაბომბა

მედია: რუსეთმა კიევში დნეპრზე მდებარე საკვანძო ხიდი ზედიზედ მესამედ დაბომბა

იმედი|imedinews.ge

რუსეთმა კიევში მდინარე დნეპრზე მდებარე ჩრდილოეთის ხიდზე იერიში მიიტანა. ეს უკრაინის დედაქალაქის მნიშვნელოვან ხიდზე რუსეთის მიერ ზედიზედ მესამედ განხორციელებული თავდასხმაა, იუწყება უკრაინული მედია.

3 ოქტომბერს, დილით, კიევში აფეთქებები ადგილობრივი დროით დაახლოებით 06:30 საათზე გაისმა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია დედაქალაქისკენ დრონების მოახლოების შესახებ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ძლიერი აფეთქება ხიდზე, რომელიც კიევის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებს. აფეთქების დროს ხიდზე ავტომობილები მოძრაობდნენ.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ხიდის სავალი ნაწილი და ტროლეიბუსების საკონტაქტო ელექტროგადამცემი ხაზები. დარტყმის შემდეგ ხიდზე მოძრაობა შეჩერდა. დაზიანების სრული მასშტაბი ამ დროისთვის უცნობია.

უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო თავდასხმა კიევში საკვანძო ხიდებზე რუსეთის მიერ რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელებული იერიშების ნაწილია. 2 ოქტომბერს რუსულმა დრონმა დნეპრზე მდებარე სამხრეთის ხიდს დაარტყა. ეს ორ დღეში ხიდზე დრონით განხორციელებული მეოთხე დარტყმა იყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 253 სტატია.

  • რუსეთის 2027 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 2%-ის ფარგლებში განისაზღვრაBM.GE
  • ესტონეთმა რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი აუკრძალაფორმულა
  • რუსეთის იაროსლავლის ოლქში პიროტექნიკის საწარმოში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლატვ პირველი
  • საჭიროა სტრატეგიული ქმედება და დიდი სამუშაოს წარმართვა, რომ დაიწყოს მოლაპარაკება დეოკუპაციაზე მოსკოვთან, ოღონდ ეს უნდა დაიწყოს ორი გრანდ მედიატორის თანადგომით, ვისაც აქვს უნარი ზემოქმედება მოახდინოს რუსეთზე, ესენია ჩინეთი და აშშ - ირაკლი ბათიაშვილი​რუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

მედია: აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი წიაღისეულის მოპოვების შესახებ პირველი შეთანხმება გააფორმეს

მედია: აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი წიაღისეულის მოპოვების შესახებ პირველი შეთანხმება გააფორმეს

იმედი

ცესკო: შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში

ცესკო: შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში

იმედი

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება

იმედი

ზელენსკი: აშშ-ის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინაზე თავდასხმებს გააძლიერებს

ზელენსკი: აშშ-ის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინაზე თავდასხმებს გააძლიერებს

იმედი