მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მედია: უკრაინამ რუსეთში კომერციული საწყობები დაბომბა. დარტყმები განხორციელდა ბელგოროდისა და როსტოვის ოლქებზე
მედია: უკრაინამ რუსეთში კომერციული საწყობები დაბომბა. დარტყმები განხორციელდა ბელგოროდისა და როსტოვის ოლქებზე

მედია: უკრაინამ რუსეთში კომერციული საწყობები დაბომბა. დარტყმები განხორციელდა ბელგოროდისა და როსტოვის ოლქებზე

იმედი|imedinews.ge

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა გვიან ღამით რუსეთის ქალაქ ბელგოროდში საწყობებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

აფეთქებები და მასშტაბური ხანძრები დაფიქსირდა ასევე როსტოვის ოლქშიც.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბელგოროდში აფეთქებების სერია მოხდა, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა ლოგისტიკურ საწყობებსა და ენერგეტიკულ ობიექტებს. ადგილობრივების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში, სავარაუდოდ, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ხანძრები და აფეთქებებია ასახული.

რეგიონის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინული დრონების მასირებულმა შეტევამ დააზიანა საცხოვრებელი კორპუსი, გაზსადენი და დაუკონკრეტებელი „კომერციული ობიექტი“.

ბელგოროდში საწყობზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, განაცხადა ქალაქის მერმა ვალენტინ დემიდოვმა.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრ შუვაევის განცხადებით, რეგიონზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მისი თქმით, საგანგებო სამსახურები ქალაქში ხანძრების ლიკვიდაციას განაგრძობენ, ხოლო დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ამავე დროს, სამხრეთ რუსეთში, დონის როსტოვის მცხოვრებლებმა ქალაქის სხვადასხვა უბანში ხანძრებისა და ძლიერი დაკვამლიანების შესახებ განაცხადეს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელი ობიექტები დაიბომბა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 258 სტატია.

  • აშშ ზამთარში უკრაინისა და რუსეთის ომის დეესკალაციის შესაძლებლობას განიხილავს - ზელენსკიBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისეთა დანაყოფი ჩამოაყალიბაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →მედია →

მსგავსი სტატიები

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება

იმედი

ლემშვენიერა-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ლემშვენიერა-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

იმედი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

იმედი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

იმედი