მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მელონი ტრამპზე: გულდასაწყვეტია, როდესაც ის გაცილებით მეტ შემწყნარებლობას იჩენს დასავლეთისა და ამერიკის მტრების ლიდერების მიმართ
მელონი ტრამპზე: გულდასაწყვეტია, როდესაც ის გაცილებით მეტ შემწყნარებლობას იჩენს დასავლეთისა და ამერიკის მტრების ლიდერების მიმართ

მელონი ტრამპზე: გულდასაწყვეტია, როდესაც ის გაცილებით მეტ შემწყნარებლობას იჩენს დასავლეთისა და ამერიკის მტრების ლიდერების მიმართ

იმედი|imedinews.ge

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის შესახებ გამოგონილი ისტორიის გავრცელებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, ამის მიზეზი ტრამპის ინტერვიუ გახდა, რომელშიც მან იტალიურ ტელეარხს განუცხადა, რომ მელონი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მასთან ფოტოს გადაღებას „ეხვეწებოდა“.

მელონიმ განაცხადა, რომ ტრამპის კომენტარებით „გაოცებულია“ და ისინი „სრულად გამოგონილია“. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დასავლეთის მოწინააღმდეგეების მიმართ უფრო მეტ შემწყნარებლობას იჩენს, ვიდრე დიდი ხნის პარტნიორებისა და მოკავშირეების მიმართ.

როგორც Reuters-ი წერს ბოლო საჯარო დაპირისპირება ორ ლიდერს შორის ურთიერთობების მკვეთრ გაუარესებაზე მიუთითებს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ ჩანდა, თითქოს მათ შორის ურთიერთობა დასტაბილურდა. ბოლო თვეებში მელონისა და ტრამპის ურთიერთობები ირანის ომის საკითხზე არსებული უთანხმოების გამო დაძაბული იყო.

სამიტიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მელონი და ტრამპი ხანგრძლივ საუბარში არიან ჩართულები, თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა მოგვიანებით მიანიშნა, რომ იტალიის პრემიერთან საუბარი მხოლოდ მისი თხოვნის გამო შედგა.

იტალიელ ჟურნალისტებთან მოკლე საუბრისას ტრამპმა განაცხადა: „ალბათ ბედნიერია, რომ მას ვესაუბრე. საერთოდ არ ვიყავი ვალდებული, მასთან მესაუბრა“.

ამავე ინტერვიუში ტრამპმა დაამატა: „ფოტოს გადაღებას მთხოვდა, ძალიან უნდოდა ჩემთან ერთად სურათის გადაღება. ალბათ არც გადავიღებდი, მაგრამ შემეცოდა“.

მელონიმ საპასუხოდ განაცხადა: „დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად გამოგონილია. გულწრფელად რომ ვთქვა, გაოცებული ვარ. არ მესმის, რატომ იქცევა ასე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავისი მოკავშირეების მიმართ. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის“.

იტალიის პრემიერის თქმით, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ტრამპი იმავე სიმკაცრეს არ ავლენს დასავლეთისა და თავად აშშ-ის მოწინააღმდეგეების მიმართ.

„შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ გულდასაწყვეტია, როდესაც ის გაცილებით მეტ შემწყნარებლობას იჩენს დასავლეთისა და ამერიკის მტრების ლიდერების მიმართ. ერთი რამ უნდა ახსოვდეს: არც მე და არც იტალია არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს“, - განაცხადა მელონიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
  • ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებირუსთავი 2
  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი