მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში „ეროვნული სამოსის დღის“ აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა
მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში „ეროვნული სამოსის დღის“ აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში „ეროვნული სამოსის დღის“ აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

იმედი|imedinews.ge

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების მონაწილეობით “ეროვნული სამოსის დღის” აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ლეო ფილფანის სახელობის მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ჩატარდა. მასში მონაწილეობდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების — ყარსგურიშის, ბეჩოს, ცხუმარის, ლენჯერის №2, მუჟალისა და წვირმის, ასევე ქალაქ მესტიის №3 საჯარო სკოლების 200-მდე მოსწავლე. აქტივობაში აგრეთვე წარმოდგენილი იყვნენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან არსებული მესტიის სალოტბარო სკოლისა და წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები.

ღონისძიების მონაწილეებმა წარადგინეს ქართული ტრადიციული ფოლკლორისა და ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, ეროვნული სამოსი და ქართული ნაციონალური ცეკვები; მოეწყო ლეგენდების, თქმულებებისა და ისტორიული სიუჟეტების მინი-სპექტაკლები და პერფორმანსები.

პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლის ორგანიზებით განხორციელდა და მის მიზანს მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების, კულტურული იდენტობისა და ტრადიციების პატივისცემის გაღრმავება, ასევე თანამშრომლობითი კულტურის განვითარება და მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საჯარო სკოლების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და თემის წარმომადგენლები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნატვ პირველი
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნაBM.GE
  • უკრაინული დრონები კვლავ Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებს დაესხა თავს - კრასნოდარსა და ნევინომისკშიფორმულა
ცენტრი →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი