მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მეცნიერებმა ანტარქტიკაში ზღვის არსებები აღმოაჩინეს, რომლებიც შესაძლოა მელანომის განკურნებაში დაეხმაროთ
მეცნიერებმა ანტარქტიკაში ზღვის არსებები აღმოაჩინეს, რომლებიც შესაძლოა მელანომის განკურნებაში დაეხმაროთ

მეცნიერებმა ანტარქტიკაში ზღვის არსებები აღმოაჩინეს, რომლებიც შესაძლოა მელანომის განკურნებაში დაეხმაროთ

იმედი|imedinews.ge

სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ტოქსინები, რომლებსაც პატარა საზღვაო ორგანიზმები გამოიმუშავებენ, შესაძლოა, მელანომის სამკურნალოდ იყოს გამოყენებული.

The Guardian-ის ცნობით, მეცნიერებმა ანტარქტიდაში ექვსკვირიანი ექსპედიცია ჩაატარეს. მათ იქ ასციდიების - უხერხემლო ცხოველების ნიმუშები შეაგროვეს, რომლებიც უფრო მეტად ცნობილია, როგორც „ზღვის შხეფები“. ისინი ყინულოვან წყლებში ბინადრობენ.

ქიმიის პროფესორმა ბილ ბეიკერმა განაცხადა, რომ ტოქსინებმა, რომლებსაც ეს ორგანიზმები მტაცებლებისგან თავდასაცავად გამოიმუშავებენ, თაგვებზე ჩატარებული კვლევის დროს, მელანომის უჯრედები გაანადგურეს.

„კარგი ამბავი ის არის, რომ ამ ნივთიერებას თაგვები არ დაუხოცავს. მან მათი კიბო გაანადგურა, ასე რომ, ჩვენ ვიცით, რომ ტოქსინს აქვს ფიზიოლოგიური თვისებები, რათა იმოქმედოს როგორც წამალმა. გვჭირდება მასალა, რათა ჩავატაროთ უფრო მასშტაბური კვლევა თაგვებზე, შესაძლოა გადავიდეთ ცხოველების სხვა მოდელებზეც და თუ უსაფრთხოებას დავამტკიცებთ, მაშინ შევძლებთ ადამიანებზე გამოცდის დაწყებას“, - თქვა პროფესორმა.

ბეიკერმა აღნიშნა, რომ პრეპარატის შექმნის გზა გრძელი იქნება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი