მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მეცნიერებმა „მოისმინეს“ მუსიკა, რომელსაც ადამიანები გონებაში ღიღინებდნენ
მეცნიერებმა „მოისმინეს“ მუსიკა, რომელსაც ადამიანები გონებაში ღიღინებდნენ

მეცნიერებმა „მოისმინეს“ მუსიკა, რომელსაც ადამიანები გონებაში ღიღინებდნენ

იმედი|imedinews.ge

სამხრეთ კორეელმა მკვლევრებმა წარადგინეს მათემატიკური მოდელი, რომელსაც თავის ტვინის ელექტრული აქტივობის მიხედვით მელოდიების რეკონსტრუქცია შეუძლია. შემუშავებული სისტემა აანალიზებს სიგნალებს, რომლებიც მუსიკის გონებრივად გაჟღერების დროს წარმოიქმნება.

სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა სისტემა ეპილეფსიის მქონე 10 პაციენტზე გამოცადეს. მოხალისეებს სამედიცინო მეთვალყურეობისთვის მანამდე უკვე ჩაუდგეს კლინიკური ელექტროდები, რის წყალობითაც მკვლევრებმა შეძლეს ელექტროკორტიკოგრაფიის მეთოდის გამოყენება და თავის ტვინის ქერქის სიგნალების პირდაპირ ჩაწერა.

ექსპერიმენტის დროს მონაწილეები ჯერ ნაცნობი საბავშვო სიმღერების დასაწყისს უსმენდნენ. შემდეგ ჩანაწერი წყდებოდა, რის შემდეგაც ისინი გონებაში აგრძელებდნენ მელოდიას და მხოლოდ ამის შემდეგ ღიღინებდნენ მას ხმამაღლა, რათა მკვლევრებს შედეგი დეკოდირების მონაცემებთან შეედარებინათ.

ანალიზმა აჩვენა, რომ ნეირონული აქტივობა გონებრივი შესრულებისას შეიცავს ინფორმაციას მუსიკალური ინტერვალების თანმიმდევრობის შესახებ. ალგორითმი განსაზღვრავდა არა ბგერების კონკრეტულ სიმაღლეს, არამედ მათ ფარდობით განლაგებას ერთმანეთის მიმართ. ეს პრინციპი შეესაბამება იმას, თუ როგორ იმახსოვრებს ადამიანის ტვინი მუსიკას: მელოდიის ცნობა შენარჩუნებულია ტონალობის შეცვლის შემთხვევაშიც კი.

ნაშრომის ავტორთა თქმით, მიღებული მონაცემების გაერთიანებამ წარმოდგენილი მუსიკალური ფრაგმენტების სტრუქტურის აღდგენა შესაძლებელი გახადა. სამომავლოდ მკვლევრები გეგმავენ, რომ სისტემას ტემპისა და დინამიკის ამოცნობა ასწავლონ. პერსპექტივაში ეს ტექნოლოგია შესაძლოა გამოიყენონ მეტყველების სინთეზის საშუალებების შესაქმნელად იმ სრულად პარალიზებული ადამიანებისთვის, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ ცნობიერება და აზროვნების უნარი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Bloomberg: აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მარაგების სიმცირის გამო რაკეტების მიწოდება შესაძლოა ხუთ წლამდე შეფერხდეს

Bloomberg: აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მარაგების სიმცირის გამო რაკეტების მიწოდება შესაძლოა ხუთ წლამდე შეფერხდეს

იმედი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა

იმედი

CNN: ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო აშშ ჩინეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდა

CNN: ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო აშშ ჩინეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდა

იმედი

გია აბაშიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. „რუბლოვნა-რუბლოვიჩების“ ნაცკლასტერის ვერსიებს მორიგ ჯერზე აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტი