მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მეცნიერებმა ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაზიანებულ კეისრის სიმამრის ვილაზე ნაპოვნი გრაგნილი გაშიფრეს📜
მეცნიერებმა ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაზიანებულ კეისრის სიმამრის ვილაზე ნაპოვნი გრაგნილი გაშიფრეს📜

მეცნიერებმა ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაზიანებულ კეისრის სიმამრის ვილაზე ნაპოვნი გრაგნილი გაშიფრეს📜

იმედი|imedinews.ge

კენტუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, კომპიუტერული ხედვის მეთოდების გამოყენებით, შეძლეს ერთ-ერთი გრაგნილის შემორჩენილი ნაწილის წაკითხვა, რომელიც ახალი წელთაღრიცხვით 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის დროს დაზიანდა.

მკვლევრების განცხადებით, მათ შეძლეს სამხრეთ იტალიაში, ანტიკურ ქალაქ ჰერკულანუმის ერთ-ერთ ვილაში აღმოჩენილი გრაგნილის სრულად გაშლა და ტექსტის დაახლოებით 20 სვეტის წაკითხვა. მიჩნეულია, რომ ამ სახლში გაიუს იულიუს კეისრის სიმამრი - ძველი რომაელი კონსული და ცენზორი, ლუციუს კალპურნიუს პიზონ ცეზონინუსი ცხოვრობდა.

ვილის ტერიტორიაზე 600-ზე მეტი პაპირუსი აღმოაჩინეს. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გრაგნილები ქვების, ფერფლისა და ლავის ქვეშ იდო - ისინი იმდენად მყიფე და ნახშირად ქცეული იყო, რომ უმცირესი შეხებისასაც კი იფშვნებოდა. გრაგნილების გაშლის ადრინდელი მცდელობების გამო, რომლებიც XVIII საუკუნის შუა ხანებიდან ხორციელდებოდა, პაპირუსების ნაწილი განადგურდა, ნაწილის წაკითხვა კი შეუძლებელი გახდა.

იმ ალგორითმების წყალობით, რომლებიც მოხალისეებმა პროექტ Vesuvius Challenge-ის ფარგლებში შეიმუშავეს, მოხერხდა გრაგნილების სხვადასხვა ფრაგმენტის გახსნა, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 1,5 მეტრს შეადგენს. თავდაპირველად, 2023 წელს, მკვლევრებმა მხოლოდ ერთი სიტყვის წაკითხვა შეძლეს, შემდეგ რამდენიმე ფრაზის, ახლა კი რამდენიმე გრაგნილზე დაახლოებით 230 სვეტია წაკითხული.

„ეს ისტორიულ მომენტად მიმაჩნია, რადგან ამიერიდან ჩვენ უფრო მეტს ვისაუბრებთ ტექსტებზე, ვიდრე ტექნოლოგიაზე“, - განაცხადა კენტუკის უნივერსიტეტის მეცნიერმა ბრენტ სილსმა, რომელმაც 2000-იანი წლების დასაწყისში შეიმუშავა გრაგნილების ციფრული „გაშლის“ პირველი მეთოდები მათთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე.

გასაჯაროებულ აღმოჩენებს შორის არის ეპიკურელი ფილოსოფოსის, ფილოდემე გადარელის ნაწარმოების „ღმერთების შესახებ“ ახალი თავები. მიიჩნევა, რომ ის კეისრის სიმამრის ვილაზე კარის მეცნიერი იყო. აქამდე ითვლებოდა, რომ ეს ნაწარმოები მხოლოდ ერთი თავისგან შედგებოდა, თუმცა ერთ-ერთ გრაგნილში აღნიშნულია, რომ მასში რვა თავია.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ვილის ბიბლიოთეკა ბევრად უფრო ვრცელია. მათი თქმით, გრაგნილები იმიტომ გადარჩა, რომ ისინი ნახშირად იქცნენ და არ დამწვარან, როგორც ეს მეზობელ პომპეიში მოხდა. სამუშაოების მაღალი ღირებულების გამო, ამ დროისთვის ნაპოვნი გრაგნილების მხოლოდ ერთი მეათედია დასკანირებული.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კაჩინსკიმ პოლონეთის მთავრობას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვისკენ მოუწოდა

კაჩინსკიმ პოლონეთის მთავრობას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვისკენ მოუწოდა

იმედი

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები უელსთან დამარცხდა🏉

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები უელსთან დამარცხდა🏉

იმედი

ცაგერში, ქორეოგრაფიული ანსამბლ „ლეჩხუმის“ დაარსებიდან 45 წელი საზეიმოდ აღინიშნა

ცაგერში, ქორეოგრაფიული ანსამბლ „ლეჩხუმის“ დაარსებიდან 45 წელი საზეიმოდ აღინიშნა

იმედი

სიცხის ტალღამ გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში რეკორდები მოხსნა

სიცხის ტალღამ გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში რეკორდები მოხსნა

იმედი