მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მღვდელი გიორგი ვაშალომიძე ოქრიაშვილის მიერ წმინდა იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფაზე: როდესაც შეურაცხყოფა ეხება ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ეს ვერ ჩაითვლება ნორმალურ ფაქტად. ერთის გამოხატვის თავისუფლება, არ ნიშნავს იმას, რომ მეორე შეურაცხყოს
მღვდელი გიორგი ვაშალომიძე ოქრიაშვილის მიერ წმინდა იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფაზე: როდესაც შეურაცხყოფა ეხება ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ეს ვერ ჩაითვლება ნორმალურ ფაქტად. ერთის გამოხატვის თავისუფლება, არ ნიშნავს იმას, რომ მეორე შეურაცხყოს

იმედი|imedinews.ge

როდესაც ხდება საჯარო სივრცეში გამოხატვა შეურაცხყოფისა და როდესაც ეს შეურაცხყოფა ეხება ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სიწმინდეს, თავისთავად ცხადია, ეს ვერ აღიქმება ნორმალურ ფაქტად, - ამ სიტყვებით მღვდელი, გიორგი ვაშალომიძე, ონისე ოქრიაშვილის მიერ ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში წმინდა წინასწარმეტყველი იონას შეურაცხმყოფელი ფორმით მოხსენიებას ეხმაურება.

მისივე განცხადებით, ერთი ადამიანის გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ მეორე ადამიანის გრძნობები შეურაცხყო გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ.

„როდესაც ხდება საჯარო სივრცეში გამოხატვა შეურაცხყოფისა და როდესაც ეს შეურაცხყოფა ეხება ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სიწმინდეს, თავისთავად ცხადია, ეს ვერ აღიქმება ნორმალურ ფაქტად. მით უმეტეს, როდესაც საუბარია წმინდანებზე, წმინდა იონა წინასწარმეტყველზე, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველთაგანია და რომელსაც ვსასოებთ ჩვენ სრულიად ეკლესიის მრევლი და თავისთავად ცხადია, ეს სამწუხარო ფაქტია და ყოვლად მიუღებელი. ერთის გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ მეორის გრძნობები შეურაცხყოს. ამ შემთხვევაში ეს ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლებად, როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ შეურაცხყოს მეორე ადამიანის ღირებულებები და სიწმინდეები.

სრული გულწრფელობით გვსურს, რომ ისინი დაფიქრდნენ უბრალოდ , კიდევ ერთხელ — არავინ არ ერევა მათ, როგორც უნდა ისე იფიქრონ და ისედაც იფიქრებენ, მაგრამ დაფიქრდნენ იმაზე, თუ როდენ დიდ შეურაცხყოფას აყენებენ ამით საქართველოს მოსახლეობას“, -განაცხადა მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი Maritime Passport-ის დამფუძნებლებსა და დირექტორებს, პიტერ ფილიპსსა და მარტინ უაითს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი Maritime Passport-ის დამფუძნებლებსა და დირექტორებს, პიტერ ფილიპსსა და მარტინ უაითს შეხვდა

იმედი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა

იმედი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

იმედი

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

იმედი