მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ ყაველაშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ
მიხეილ ყაველაშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ

მიხეილ ყაველაშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ

იმედი|imedinews.ge

„საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისთვის საიმედო და პროგნოზირებადი სახელმწიფოა“, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟენევაში გამართული მაღალი დონის შეხვედრები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ ფორმატებში საქართველოსთან მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

პრეზიდენტის განცხადებით, გაეროს გენერალურ მდივანთან, ასევე, ჯანდაცვისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრებისას ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებს, ასევე, სამშვიდობო პოლიტიკასა და საქართველოს მზარდ როლს სამხრეთ კავკასიის შუა დერეფნის საკვანძო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეაჯამა გაეროს ეგიდით გამართული ხელოვნური ინტელექტის მართვის გლობალური დიალოგი და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოებს შორის კოორდინაცია, საერთაშორისო თანამშრომლობა და პასუხისმგებლიანი მიდგომები.

მისივე შეფასებით, ამ მიმართულებით აუცილებელია უსაფრთხოების საკითხებისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინება, ხოლო საქართველო მზად არის, აქტიურად იყოს ჩართული საერთაშორისო დისკუსიებსა და ინიციატივებში, მათ შორის, მომავალში მსგავსი ფორმატის საერთაშორისო ფორუმების მასპინძლობის მიმართულებით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რევაზ სოხაძე: აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიზანი, კურორტის განვითარება და უნიკალური გარემოს შენარჩუნებაა

რევაზ სოხაძე: აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიზანი, კურორტის განვითარება და უნიკალური გარემოს შენარჩუნებაა

იმედი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

იმედი

ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

იმედი