მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა არა მხოლოდ ფიზიკურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ თავად გახლდათ კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ჰარმონიული ერთობის ცოცხალი მაგალითი - საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა არა მხოლოდ ფიზიკურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ თავად გახლდათ კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ჰარმონიული ერთობის ცოცხალი მაგალითი - საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე

იმედი|imedinews.ge

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა არა მხოლოდ ფიზიკურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ თავად გახლდათ კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ჰარმონიული ერთობის ცოცხალი მაგალითი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კონფერენციაზე - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში არასოდეს მომხდარა ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით გამორჩევა და დევნა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ისტორია დამპყრობლებთან და იმპერიულ ამბიციებთან მუდმივი ჭიდილის ქრონიკაა, ჩვენს მიწაზე სხვადასხვა სარწმუნოების, ენისა და ტრადიციის ხალხები ოდითგანვე მშვიდობიანად თანაარსებობდნენ და ერთიან ეროვნულ სხეულს ქმნიდნენ.

საამაყოა, რომ საქართველოში არასოდეს მომხდარა ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით გამორჩევა და დევნა — ამის უტყუარი დასტურია ჩვენს დედაქალაქში საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა კონფესიის ტაძრების გვერდიგვერდ მშვიდობიანი თანაარსებობა. ქართველი ხალხი ყოველთვის ღია იყო მსოფლიო კულტურებისთვის, თუმცა არასოდეს დაუკარგავს საკუთარი ეროვნული და სულიერი თვითკმარობა.

როდესაც ევროპული ცივილიზაციის საწყისებზე ვსაუბრობთ და ელინურ ფილოსოფიასა თუ რომაულ სამართალს ვიხსენებთ, გვმართებს დავაფასოთ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობაც — ფაზისის კოლხური აკადემიიდან მოყოლებული, ქართულ ინტელექტუალურ გონს უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროპული და ქრისტიანული იდენტობის ფორმირებაში.

საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე. უმდიდრესი სულიერი საგანძურით, უძველესი დამწერლობითა და ისეთი საგანმანათლებლო კერებით, როგორიცაა გელათისა და იყალთოს აკადემია, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს კულტურა, რომელიც ჰუმანიზმს, თავისუფლებასა და უზენაეს ეროვნულ იდეალებს ეფუძნებოდა.

ქართული ხელოვნება, ფილოსოფიური აზროვნება და ლიტერატურა ორგანულად აერთიანებდა და კიდევ უფრო ამდიდრებდა როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური ცივილიზაციების მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა

თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა

იმედი

შალვა პაპუაშვილი ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: არავინ არ არის ვალდებული აიტანოს მის მიმართ ცილისწამება

შალვა პაპუაშვილი ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: არავინ არ არის ვალდებული აიტანოს მის მიმართ ცილისწამება

იმედი

პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში ანაზღაურებად სტაჟირებას საქპატენტში 9 შერჩეული კანდიდატი გაივლის

პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში ანაზღაურებად სტაჟირებას საქპატენტში 9 შერჩეული კანდიდატი გაივლის

იმედი

დავით ჩიხელიძე: ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი,  საქართველოს მთავრობის მიმართ პოლიტიკური კრიტიკით ცდილობს. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა და საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა