მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე: 2023-2025 წლებში მოსახლეობამ ჯამში 853 მლნ ლარით ნაკლები გადაიხადა მედიკამენტებზე, საშუალოდ 40%-ით ნაკლები
მიხეილ სარჯველაძე: 2023-2025 წლებში მოსახლეობამ ჯამში 853 მლნ ლარით ნაკლები გადაიხადა მედიკამენტებზე, საშუალოდ 40%-ით ნაკლები

მიხეილ სარჯველაძე: 2023-2025 წლებში მოსახლეობამ ჯამში 853 მლნ ლარით ნაკლები გადაიხადა მედიკამენტებზე, საშუალოდ 40%-ით ნაკლები

იმედი|imedinews.ge

კვლევების მიხედვით დასტურდება, რომ რეფერენტული ფასების რეფორმის შედეგად 2023-2025 წლებში მოსახლეობამ ჯამში 853 მლნ ლარით ნაკლები გადაიხადა მედიკამენტებზე, საშუალოდ 40%-ით ნაკლები“- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რეფერენტული ფასების მექანიზმის დანერგვის შემდეგ საცალო ქსელში ზოგიერთ მედიკამენტზე ფიქსირდება ფასების შემცირება 70, 80 პროცენტით. არის შემთხვევები, როდესაც გაიაფების მაჩვენებელი 90%-ს აჭარბებს, ანუ რაც ღირდა 100 ლარი, ის შემცირდა 30-ამდე, 20-ამდე, 10-ამდე.

დღეის მდგომარეობით რეფერენტული ფასები განსაზღვრულია 7 500-ზე მეტ ფარმაცევტულ პროდუქტზე. პირველ ეტაპზე, ფასების რეგულაცია შეეხო იმ მედიკამენტებს, რომლებიც განსაზღვრულია ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამაში, ასევე - რამდენიმე ონკოლოგიურ მედიკამენტს. მომდევნო ეტაპებზე დაემატა ხშირად მოხმარებადი წამლები, ხოლო გასული წლის ნოემბერში სპეც. კონტროლს დაქვემდებარებული - ე.წ. ფსიქოტროპული მედიკამენტები.

რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკის შედეგად მოიხსნა ლიმიტები ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების პროგრამაშიც.

„2025 წლისთვის პროგრამით ისარგებლა 411 ათასმა ბენეფიციარმა, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 29%-ით არის გაზრდილი. მოიმატა პროგრამის ბიუჯეტმაც და 2025 წლისთვის შეადგინა 68.6 მლნ ლარი, რაც 2022 წელთან შედარებით 83%-ით არის მომატებული. როგორც აღინიშნა, პროგრამის გაფართოებას მომავალ წლებშიც ვგეგმავთ“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი