მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე: მთელი განვითარებული სამყარო ეძებს მტკიცებულებებს - ემოციის მიღმა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე: მთელი განვითარებული სამყარო ეძებს მტკიცებულებებს - ემოციის მიღმა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე: მთელი განვითარებული სამყარო ეძებს მტკიცებულებებს - ემოციის მიღმა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო

იმედი|imedinews.ge

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია უმძიმესი დიაგნოზია, ამ მდგომარეობაზე ხელის მოთბობა აბსოლუტურად არაკეთილსინდისიერია და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ ამის შიში ვერცერთ შემთხვევაში ვერ მაიძულებს, რომ არასწორი, არარაციონალური და მტკიცებულებებზე დაუფუძნებელი გადაწყვეტილებები მივიღო - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით მიუხედავად თემის სიმწვავისა და საზოგადოებრივი ინტერესისა, გადაწყვეტილებები მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას უნდა დაეყრდნოს.

„აბსოლუტური თანაგრძნობითა და დარწმუნებით ვამბობ, სწორედ იმ ხალხის საკეთილდღეოდ, გაცილებით ეფექტური იქნება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა და მუშაობა თითოეული მიმართულებით, ვიდრე ახლა ამ წუთას თუნდაც იმ აქციების მხარდაჭერა“ - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 2024 წლის პირველი ნახევრიდან, მშობლებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად დაიწყო. მისივე თქმით დიუშენი კუნთოვანი დისტროფია კლინიკურად უმძიმესი დიაგნოზია, დღეს მსოფლიოში პასუხებზე მეტი კითხვები არსებობს.

„დაახლოებით 10-15 წლის წინ კითხვები არ არსებობდა, სამწუხაროდ. ყველაფერი გარკვეული იყო და ეს იყო უმძიმესი დაავადება, რომელსაც პრაქტიკულად კურნება არ გააჩნდა. დღეს გაჩნდა საშუალებები, რომლის მიმართაც შეიძლება განწყობილები ვიყოთ იმედიანად, თუმცა დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც კითხვები იმაზე მეტია, ვიდრე პასუხები არსებობს. მთელი განვითარებული სამყარო ინტერესით აკვირდება პროცესებს, რომელმაც უნდა მოიტანოს პასუხები მედიკამენტებთან და მკურნალობის კურსთან დაკავშირებით“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი