მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე: ექიმმა 85 წლის პაციენტი არ მიიღო, მიზეზი, თითქოს ადგილები არ იყო, არის აბსოლუტური ტყუილი. იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც „ემერჯენსის“ განყოფილებაში, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში
მიხეილ სარჯველაძე: ექიმმა 85 წლის პაციენტი არ მიიღო, მიზეზი, თითქოს ადგილები არ იყო, არის აბსოლუტური ტყუილი. იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც „ემერჯენსის“ განყოფილებაში, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში

იმედი|imedinews.ge

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა 85 წლის პაციენტს უარი უთხრა მიღებაზე, რომელსაც ნაოპერაციების გასწორება სჭირდებოდა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომამდე, გადაუდებელი დახმარების უფროსმა ექიმმა თავად დატოვა თანამდებობა.

მინისტრი გამოეხმაურა ბათუმში ექიმების პროტესტს, სადაც მათ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის (ემერჯენსის) განყოფილების ხელმძღვანელ ჯუმბერ ბოლქვაძეს სოლდარობა გამოუცხადეს.

„ივნისის დასაწყისში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალბატონს დასჭირდა ოპერაციასთან დაკავშირებული გართულების გასწორება. სასწრაფო სამედიცინო სამსახური დაუკავშირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს. ამ კონკრეტულმა [„ემერჯენსის“ უფროსი ჯუმბერ ბოლქვაძე] თანამდებობის პირმა უარი განაცხადა პაციენტის მიღებაზე, მიზეზის დაუკონკრეტებლად. დღეს მიზეზად იმ გარემოების დასახელება, თითქოსდა ადგილები არ იყო, ეს არის აბსოლუტური ტყუილი.

იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში საკმარისი ადგილები იყო როგორც „ემერჯენსის“ განყოფილებაში, ისე რეანიმაციულში. მას შემდეგ, რაც ლამის პირადად ჩავერიე რამდენიმე ხელმძღვანელ პირთან ერთად, აღმოჩნდა შესაძლებელი, რომ იმავე დაწესებულებაში მიეღოთ პაციენტი. ეს არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. [ექიმმა] დაასწრო მოვლენებს და თვითონ განაცხადა, გვითხრა, რომ აპირებდა წასულიყო სამსახურიდან სექტემბრის ბოლოს. ცოტა მოულოდნელი იყო ჩემთვის იმ მოვლენების განვითარება, რომელიც გუშინ ვიხილეთ. ამ ყველაფრის მერე, მგონია, რომ, უბრალოდ, მიზეზი არ არსებობს და ცოტა უხერხულ მდგომარეობაში თავად ჩაიგდო თავი“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თამთა მეგრელიშვილი: მონაცემი რომლითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია - ახალი რეკორდია, რომელიც მმართველი გუნდისთვის მანდატია იმაზე, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიერ გატარებულ კურსს

შიო მესამე: ათასგვარი საცდური ცდილობს, ჩაანაცვლოს რწმენა და ფასეულობები, ასეთ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის სიყვარული და სამართლიანობა ის ზნეობრივი ღირებულებებია, რომელთა არსიც არ იცვლება

შიო მესამე: ათასგვარი საცდური ცდილობს, ჩაანაცვლოს რწმენა და ფასეულობები, ასეთ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის სიყვარული და სამართლიანობა ის ზნეობრივი ღირებულებებია, რომელთა არსიც არ იცვლება

იმედი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიისა და ლიის დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიისა და ლიის დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

იმედი

შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ რეიტინგზე: კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა

შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ რეიტინგზე: კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა

იმედი