მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის რეგიონული ღონისძიების გახსნას დაესწრო
მიხეილ სარჯველაძე გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის რეგიონული ღონისძიების გახსნას დაესწრო

მიხეილ სარჯველაძე გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის რეგიონული ღონისძიების გახსნას დაესწრო

იმედი|imedinews.ge

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის (PIVI) რეგიონული შეხვედრის გახსნას დაესწრო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიება აშშ-ის მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანი ქვეყნებს ვაქცინაციის პროგრამების გაძლიერება, მომავალი ჯანმრთელობის საფრთხეებისთვის უკეთ მომზადება და უფრო ძლიერი, მდგრადი საზოგადოებების შექმნაა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ მიმართულებით, აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია სამინისტროსა და ქართული ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად, ასევე, ქვეყნებს შორის პარტნიორობისთვის.

მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა. სამდღიანი ღონისძიება სამუშაო შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებს აერთიანებს გრიპის, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV), თუ სხვა რესპირატორული დაავადებების შესახებ.

სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებენ. განიხილავენ, სამომავლოდ, აღნიშნული დაავადებების კიდევ უფრო ეფექტურად მართვის გეგმებს, იმსჯელებენ თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზეც.

შეხვედრაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების წარმომადგენლები, ადგილობრივი ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - იგი ემსახურებოდა თავის სამშობლოს, თავის გუნდს კეთილსინდისიერად

დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმოვანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ. ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება

იმედი

ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული

ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული

იმედი