
მიხეილ სარჯველაძე: მთელ საქართველოს ვულოცავ 26 მაისს - ეს დღე დამკვიდრდა როგორც ძალიან ძვირფასი და ღირებული დღე
მთელ საქართველოს ვულოცავ 26 მაისს. ეს დღე დამკვიდრდა როგორც ძალიან ძვირფასი და ღირებული დღე, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, უნდა ვემადლიერებოდეთ ისტორიას, კარგად უნდა გვესმოდეს აწმყო და იმედით ვუყუროთ მომავალს.
„ეს დღე უპირველესად ღირებულია, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ის დიდი წყვეტა, რომელიც გვქონდა დამოუკიდებლობის კუთხით საქართველოს ისტორიაში, ის აღდგა. ძალიან ბევრის თაობის ნანატრი დამოუკიდებლობა აღდგა 1918 წლის 26 მაისს და შემდგომ 70-წლიანი ძალიან მძიმე პერიოდი, რომელიც განვლო საქართველომ. 1991 წელს აღდგა სწორედ 1918 წლის 26 მაისის უზარმაზარი დღესასწაული. დღემდე საბედნიეროდ საქართველო შეუქცევადად განაგრძობს განვითარებას, წინსვლას, იმ ოცნებების ასრულებას, რომელიც ჩაიფიქრეს იმ ხალხმა, ვინც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge
