მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩ ამალ აფიფის შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩ ამალ აფიფის შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩ ამალ აფიფის შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ამალ აფიფის შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს უწყების საქმიანობა და მიმდინარე პროგრამები გააცნო. მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე, სამედიცინო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებსა და ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება ასევე გამახვილდა შრომისა და სოციალური დაცვის მიმართულებებით მიმდინარე ინიციატივებზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრას ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვილი სანიოლი: ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს

ვილი სანიოლი: ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს

იმედი

ავთანდილ კასრაძე: დარწმუნებული ვართ, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტები განხორციელდება და ქართული სტარტაპები მსოფლიო ტურიზმის ტექნოლოგიურ განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა

იმედი

Reuters: პუტინის მთავარი ეკონომიკური წარმომადგენელი და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერები მომავალი წლისთვის შეხვედრას გეგმავენ, სადაც ევროპის უდიდეს ეკონომიკაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო აღდგენას განიხილავენ