მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მინესოტას სკოლებში 4-დან 10-წლამდე ბავშვებს ტრანსგენდერ თოჯინებს დაურიგებენ
მინესოტას სკოლებში 4-დან 10-წლამდე ბავშვებს ტრანსგენდერ თოჯინებს დაურიგებენ

მინესოტას სკოლებში 4-დან 10-წლამდე ბავშვებს ტრანსგენდერ თოჯინებს დაურიგებენ

იმედი|imedinews.ge

მინესოტაში სკოლებში ქაღალდის ტრანსგენდერი თოჯინების დარიგება იგეგმება. მედიის ცნობით, პროექტზე მინესოტას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლამ იმუშავა. მათ 4-დან 10-წლამდე ბავშვებისთვის შექმნეს თოჯინები, რათა მათ „ისწავლონ თუ ვინ შეიძლება გახდნენ“.

თითოეულ თოჯინას აქვს გენდერულად ნეიტრალური სახელი, 100-ზე მეტი დასახელების ტანსაცმელი, აქსესუარი თუ ვარცხნილობა, შიდა და გარეგანი გენიტალიები კი ეხსნება. მათი მწარმოებელი კომპანიის MyGender Dolls ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ თოჯინები ხელმისაწვდომი გახდება მასწავლებლებისთვის, სკოლის კონსულტანტებისთვის, პედიატრებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის. ისინი ბაზარზე პოზიციონირებენ, როგორც „თავის ტიპში პირველი თერაპიული სათამაშო მიდგომა, რომელიც შეიქმნა 4-დან 10-წლამდე ასაკის გენდერულად მრავალფეროვანი ბავშვებისთვის“. ვებ-გვერდზე ასევე არის მოწოდება - „გენდერი მხიარული გავხადოთ“.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი გუბერნატორმა ტიმ ვოლცმა დააფინანსა, რამაც კონსერვატიული ჯგუფების აღშფოთება გამოიწვია.

დოქტორმა კუენტინ ვან მეტერმა, პედიატრთა ამერიკული კოლეჯის ყოფილმა პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ ამ თოჯინებს „არანაირი ადგილი არ აქვთ ეთიკური სამედიცინო მომსახურების სამყაროში“.

მისი თქმით, ბავშვები, რომლებსაც დააჯერებენ, რომ სქესის შეცვლა შესაძლებელია, „დაბნეულები“ გახდებიან, ხოლო „ემოციური ტრავმა, რომელსაც იდეოლოგები მშობლების, მასწავლებლების ან კონსულტანტების სახით იწვევენ“, გენდერულ დისფორიას გამოიწვევს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით ჩიხელიძე: შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს,  სამართალწარმოება სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას თორნიკე რაზმაძე საზოგადოებისთვის შეგნებულად სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს

ირაკლი ნადარეიშვილი: CIFTIS-ზე საქართველოს წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაპოზიციონიროთ არა მხოლოდ როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფანი, არამედ როგორც ჰაბი, რომელიც ამ დერეფანს შესაბამისი ციფრული, საფინანსო და სხვა ტიპის მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ფარჰად აბდულაევს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ფარჰად აბდულაევს შეხვდა

იმედი

პესკოვი: რუსეთი შავ ზღვაში გემების განადგურებას გააგრძელებს

პესკოვი: რუსეთი შავ ზღვაში გემების განადგურებას გააგრძელებს

იმედი