
მლეთაში, შსს-ს თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და მეხანძრე-მაშველები, გვიან ღამემდე ამოწმებდნენ იმ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით გურამ დადიანიძის კვალი გაქრა
იმედი|imedinews.ge
მლეთაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და მეხანძრე-მაშველები, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით გვიან ღამემდე ამოწმებდნენ იმ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წლის 11 ივნისის დილის 04:00 საათზე გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.
სამძებრო ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელია ჩართული. რეზონანსულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.
შსს: დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წელს, არასრულწლოვან გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება და საქმესთან დაკავშირებული ყველა პირის გამოკითხვა გრძელდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოიკითხა 20-ზე მეტი პირი
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge