მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება
მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება

იმედი|imedinews.ge

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

უწყების ცნობით, მობილობის მსურველი სტუდენტები რეგისტრაციის გავლას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge - 8 სექტემბრის 18:00 საათამდე შეძლებენ.

„კონკურსის მონაწილეებს რეგისტრაციის პროცესში არაუმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ. ამასთან, რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე მათ შეუძლიათ განსაზღვრონ არჩეული პროგრამების პრიორიტეტულობა და საჭიროების შემთხვევაში, შეცვალონ ან დაარედაქტირონ განაცხადში მითითებული ინფორმაცია.

მობილობის პროცესის მოსამზადებელ ეტაპზე, 2026 წლის 17 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მობილობის წესით მისაღები სტუდენტებისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე სისტემა მობილობის კონკურსში მონაწილე პროგრამებისა და ხელმისაწვდომი ადგილების საბოლოო ჩამონათვალს გამოაქვეყნებს.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მობილობის მსურველ სტუდენტებს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ მობილობის პროცესის ეტაპებს, განსაზღვრულ ვადებსა და პირობებს.

მობილობის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში ეტაპობრივად გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

იმედი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი