მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მთაწმინდის რაიონის გამგებელი: ჩვენს კომპეტენციაში რაც შედის და რისი გაკეთებაც შეგვიძლია მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით
მთაწმინდის რაიონის გამგებელი: ჩვენს კომპეტენციაში რაც შედის და რისი გაკეთებაც შეგვიძლია მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით

მთაწმინდის რაიონის გამგებელი: ჩვენს კომპეტენციაში რაც შედის და რისი გაკეთებაც შეგვიძლია მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით

იმედი|imedinews.ge

ჩვენს კომპეტენციაში რაც შედის და რისი გაკეთებაც შეგვიძლია მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას, - აცხადებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე.

მისივე თქმით, უხვი ნალექის გამო მთაწმინდის რაიონიდან ბევრი შეტყობინება შევიდა.

„მოგეხსენებათ გუშინ უხვი ნალექი იყო, ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი. გამგეობა მთელი ღამის განმავლობაში მაქსიმალურად მობილიზებული ვიყავით. მთელი მთაწმინდის რაიონში ძალიან ბევრი შეტყობინება იყო, ვცდილობთ მოსახლეობას დავეხმაროთ. ვახდენთ პრობლემების აღრიცხვას, რომლებსაც გადავამუშავებთ და ჩვენს კომპეტენციაში რაც შედის და რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით “, - განაცხადა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა.

უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული გზები და ქუჩები თბილისში ინტენსიურად იწმინდება. პროცესში ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკაა ჩართული. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური. გადაუღებელი ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემა დედაქალაქის რამდენიმე უბანში შეიქმნა. ჩამოიშალა მიწის მასაც. გზების გარდა, დაიტბორა კერძო სახლები და სარდაფები. ასევე, მეტროს სადგურების მიმდებარე ტერიტორია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლიბანის პრეზიდენტი გმობს ისრაელის თავდასხმებს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში

ლიბანის პრეზიდენტი გმობს ისრაელის თავდასხმებს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში

იმედი

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობის სრული ღირებულებათა ჯაჭვი გავაძლიეროთ

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობის სრული ღირებულებათა ჯაჭვი გავაძლიეროთ

იმედი

აკაკი ალადაშვილი რუსოფობიურ განცხადებებზე: ეს არის მცდელობა, რომ რუსეთმა ჩვენ როგორც რუსოფობიურ და რუსეთისთვის მტრულ სახელმწიფოდ აღგვიქვას, შეგვიჩეროს ჩვენ ეკონომიკური ურთიერთობები და ჩამოიშალოს ჩვენი ეკონომიკა

ცოტნე ანანიძე: ტოკიოდან თბილისამდე, უხვ ნალექთან დაკავშირებული გამოწვევებია, ვნახეთ მერიის თანამშრომლების თავდაუზოგავი მუშაობა ძლიერი წვიმის დროს, ოპოზიცია კი, ლაზარეობას (ამინდის ღვთაება) ითხოვს კალაძისგან