მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მუნიციპალური განვითარების ფონდი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს
მუნიციპალური განვითარების ფონდი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს

მუნიციპალური განვითარების ფონდი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2026 წლის ივნისში დაგეგმილი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

„რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მუნიციპალური განვითარების ფონდი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს რათა ქვეყანა რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ღირსეულად შეხვდეს“,- განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ.

მისი თქმით, 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოები აქტიურად ხორციელდება ავჭალისა და შევარდენის სტადიონებზე, ასევე ქუთაისის „აიას“ სარაგბო კომპლექსში. ამ ეტაპზე სამივე ლოკაციაზე მიმდინარეობს ბალახის მოწყობის სამუშაოები, ქუთაისში კი პარალელურად სამღებრო სამუშაოებიც სრულდება. ასევე მზადდება ტრიბუნები და ეტაპობრივად წესრიგდება დამხმარე ინფრასტრუქტურა.

გარდა ამისა, გიორგი შონიამ განაცხადა, რომ საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობით მიმდინარეობს რაგბის ტექნიკური ცენტრების განვითარება. ჯამში დაგეგმილია 18 ცენტრის პროექტირება და მშენებლობა, საიდანაც 12 ლოკაციაზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, ხოლო 6 ლოკაციაზე კი სატენდერო პროცესი.

პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების მოედნების, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, განათების სისტემების, გასახდელების, საშხაპეების და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობას.

მისი თქმით, სპორტული პროექტები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას რეგიონებში. ფონდი მუშაობს, რომ პროექტი მაქსიმალურად მოიცავდეს ყველა რეგიონს და განვითარდეს ქვეყნის მასშტაბით. განახლებული ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს საერთაშორისო სარაგბო ღონისძიებების უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ჩატარებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი