მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნაძალადევის რაიონის გამგეობა გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონის დაზიანების ფაქტზე, რომლის შედეგადაც ერთ-ერთმა მოზარდმა მძიმე დაზიანებები მიიღო, განცხადებას ავრცელებს
ნაძალადევის რაიონის გამგეობა გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონის დაზიანების ფაქტზე, რომლის შედეგადაც ერთ-ერთმა მოზარდმა მძიმე დაზიანებები მიიღო, განცხადებას ავრცელებს

ნაძალადევის რაიონის გამგეობა გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონის დაზიანების ფაქტზე, რომლის შედეგადაც ერთ-ერთმა მოზარდმა მძიმე დაზიანებები მიიღო, განცხადებას ავრცელებს

იმედი|imedinews.ge

ნაძალადევის რაიონის გამგეობა ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონის დაზიანების ფაქტზე, რომლის შედეგადაც ერთ-ერთმა მოზარდმა მძიმე დაზიანებები მიიღო, განცხადებას ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს, ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, ადგილი ჰქონდა გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონის დაზიანების ფაქტს, რის გამოც სხეულის დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა მოზარდმა.

მყარი კონსტრუქცია სკვერში განთავსებული იყო ყველა სტანდარტის დაცვით, რაც გულისხმობს ე.წ. დაანკერებას და იგი არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს იქ მყოფთათვის.

თვითმხილველთა თქმით, ატრაქციონით სარგებლობდა რამდენიმე მოზარდი, რომლებმაც დააზიანეს კონსტრუქცია და წაქცეული ატრაქციონი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა.

ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მიიღო მძიმე დაზიანებები. ნაძალადევის რაიონის გამგეობა მუდმივ კომუნიკაციაშია ოჯახთან და მათ გაეწიათ შესაბამისი დახმარება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს ყველა სავარაუდო კითხვას.

მოვუწოდებთ ყველას, გაუფრთხილდნენ, როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას, ნუ დააზიანებენ სკვერებსა და ბაღებში არსებულ ინფრასტრუქტურას, ნუ შეუქმნიან საფრთხეს გარშემომყოფებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ავრცელებს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში ქვათაცვენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებსტვ პირველი
  • კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • GWP წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებსრუსთავი 2
  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
ავრცელებს →

მსგავსი სტატიები

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი