მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნარენდრა მოდიმ ინდოელები რთული პერიოდის შესახებ გააფრთხილა და ქვეყანაში საწვავის დაზოგვისთვის რჩევები მისცა
ნარენდრა მოდიმ ინდოელები რთული პერიოდის შესახებ გააფრთხილა და ქვეყანაში საწვავის დაზოგვისთვის რჩევები მისცა

ნარენდრა მოდიმ ინდოელები რთული პერიოდის შესახებ გააფრთხილა და ქვეყანაში საწვავის დაზოგვისთვის რჩევები მისცა

იმედი|imedinews.ge

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მოსალოდნელი რთული პერიოდის შესახებ განაცხადა და ინდოელებს გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის პირობების ფონზე პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

„პატრიოტიზმი მხოლოდ ქვეყნისთვის სიცოცხლის გაწირვის მზადყოფნა არ არის, არამედ რთულ დროს დისციპლინირებული ცხოვრების წესიც“, - აღნიშნა მან. მოდიმ მოსახლეობას რამდენიმე რჩევა მისცა, რომელიც ქვეყანას საწვავის ხარჯების დაზოგვასა და ეკონომიკის განვითარებაში დაეხმარება:

გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია; პრიორიტეტი მიანიჭონ მეტროსა და რკინიგზას, ასევე, ბენზინისა და დიზელის დაზოგვის მიზნით, გადასხდნენ ელექტრომობილებზე; არ წავიდნენ შვებულებაში საზღვარგარეთ და უპირატესობა შიდა ტურიზმს მიანიჭონ; აირჩიონ ადგილობრივი წარმოების საქონელი, რაც ქვეყანაში სამუშაო ადგილებს შექმნის და იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს; მოსახლეობამ შეამციროს მცენარეული ზეთის მოხმარება, ხოლო ფერმერებმა - ორჯერ შეამცირონ სასუქების გამოყენება; განსაკუთრებული საჭიროების გარეშე არ შეიძინონ ოქრო, რაც, მოდის აზრით, სავალუტო რეზერვების ზედმეტი ხარჯვის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს; მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე, როგორც ეს COVID-19-ის პანდემიის დროს ხდებოდა.

მოდი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ თავადაც მეტროთი იმგზავრებს.

მედია წერს, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მოწოდება განპირობებულია ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასების ზრდით, რაც გამოწვეულია აშშ-ისა და ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომით და მასზე მოყოლილი ჰორმუზის სრუტის ბლოკადით. ინდოეთში საწვავის ფასები მკვეთრად იზრდება. გამოცემა The Hindu-ს მონაცემებით, ქვეყანას ნედლი ნავთობის მარაგი შესაძლოა მხოლოდ 25 დღეს ეყოს.

ინდოეთი ნავთობის მოხმარებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა და პლანეტის ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა. მისი მოსახლეობა 1,45 მილიარდ ადამიანს შეადგენს, რაც დედამიწის მთლიანი მოსახლეობის თითქმის ერთ მეხუთედს უტოლდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს