
ნარკოდანაშაულში მხილებულ ეგვიპტელ ტელეწამყვანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
იმედი|imedinews.ge
ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო ეგვიპტეში ტელეწამყვან სარა ხალიფას და კიდევ 11 პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ისინი კრიმინალური დაჯგუფების წევრობაში დაადანაშაულეს, რომელსაც ქვეყანაში ნარკოტიკების დასამზადებლად ინგრედიენტები შეჰქონდა.
39 წლის ხალიფა ცნობილია თავისი სატელევიზიო გადაცემით Mission Impossible, რომელიც კრიმინალურ საკითხებს ეხებოდა. ის ბრალდებებს უარყოფს.
პოლიციამ 750 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი და წარმოებისთვის საჭირო ნედლეული ამოიღო. ამავე საქმეზე 9 ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, 7 კი გაამართლეს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge