მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. NBC News: პენტაგონმა აშშ-ის წინააღმდეგ ისრაელის ჯაშუშური საქმიანობის საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა
NBC News: პენტაგონმა აშშ-ის წინააღმდეგ ისრაელის ჯაშუშური საქმიანობის საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა

NBC News: პენტაგონმა აშშ-ის წინააღმდეგ ისრაელის ჯაშუშური საქმიანობის საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა

იმედი|imedinews.ge

ტელეკომპანია NBC News-ი ორ მოქმედ და ერთ ყოფილ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ პენტაგონში იზრდება შეშფოთება იმის გამო, რომ ისრაელი აშშ-ის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობას აძლიერებს.

ამის ფონზე, როგორც ტელეარხი წერს, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის მთავარი მოკავშირის მიმართ კონტრდაზვერვითი საფრთხის დონე უმაღლეს, „კრიტიკულ“ ნიშნულამდე აიწია.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, პენტაგონის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ (DIA) ბოლო კვირებში ახალი შეფასება მოამზადა. გადაწყვეტილება დაემთხვა ირანთან ომის საკითხზე ვაშინგტონსა და თელ-ავივს შორის მზარდ უთანხმოებას.

მათი თქმით, სააგენტომ შიდა შეტყობინება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ისრაელისთვის განსაზღვრული საფრთხის დონე „კრიტიკულამდე“ გაიზარდა.

ეს შეფასება ეფუძნება პენტაგონში არსებულ შეშფოთებას, რომ ისრაელი განსაკუთრებულ ძალისხმევას მიმართავს აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მეთვალყურეობისთვის, რათა მიიღოს ინფორმაცია ტრამპის ადმინისტრაციის შიდა განხილვებისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შესახებ.

ერთ-ერთი მოქმედი ოფიციალური პირის თქმით, DIA-ს შეფასება შვიდგვერდიან დოკუმენტს და ანალიტიკურ სქემას მოიცავს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისრაელის შესაძლებლობები როგორც ადამიანური დაზვერვის (აგენტურული ქსელების), ისე ტექნიკური სადაზვერვო საშუალებების გამოყენების თვალსაზრისით „კრიტიკულ დონეზე“ ფასდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი