მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნეაპოლის მახლობლად 4,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ნეაპოლის მახლობლად 4,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ნეაპოლის მახლობლად 4,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იმედი|imedinews.ge

იტალიის ქალაქ ნეაპოლის მახლობლად, კამპი ფლეგრეის რაიონში, 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ელექტროენერგიის გათიშვა, მატარებლებისა და მეტროს მოძრაობის შეფერხება და რამდენიმე შენობის დაზიანება გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა (INGV) განაცხადა, რომ მიწისძვრა ადგილობრივი დროით პარასკევს, 19:46 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ნეაპოლის დასავლეთით მდებარე კამპი ფლეგრეის რაიონში, დაახლოებით 3 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

იტალიის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ნეაპოლსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე რამდენიმე შენობის მცირე დაზიანების შესახებ ცნობები მიიღეს, თუმცა მაშველებს მოსახლეობის დასახმარებლად ან საევაკუაციო სამუშაოებისთვის დაუყოვნებლივი გამოძახება არ მიუღიათ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით დროებით შეჩერდა სარკინიგზო და მეტროს მომსახურება.

იტალიური მედიის ცნობით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო, რაც ამ რაიონში ოდესმე დაფიქსირებულა. ბიძგების დროს რამდენიმე უბანში ადამიანები ქუჩებში გამოვიდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თენგიზ შარმანაშვილი ნორვეგიის ელჩის ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე: როდესაც ასეთი ტიპის გაურკვეველი შეხვედრები ხდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი - ხომ არ აპირებს ისევ ზოგიერთი დიპლომატი ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას? ხომ არ შეეცდებიან ისევ საქართველოში დესტრუქციული ხაზის გატარებას?

თენგიზ შარმანაშვილი პარტიების აკრძალვაზე: რა შეიძლება მოჰყვეს?! შეიძლება მოჰყვეს ის, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისგან ველი გაიწმინდოს და წარმოიშვან ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც კონსტიტუციურ ჩარჩოებში ოპონირებას გაუწევენ ხელისუფლებას, თუნდაც ძალიან მწვავე ოპონირებას. ეს მისასალმებელიც არის

გივი მიქანაძემ პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გივი მიქანაძემ პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოში ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა იცოდეს და ეს პრეცედენტები შეიქმნას, რით შეიძლება დაასრულოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ იმოქმედებს