მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნეთანიაჰუმ და ნარენდრა მოდიმ Fly Dubai-ს ინდოელ პილოტს გმირი უწოდეს
ნეთანიაჰუმ და ნარენდრა მოდიმ Fly Dubai-ს ინდოელ პილოტს გმირი უწოდეს

ნეთანიაჰუმ და ნარენდრა მოდიმ Fly Dubai-ს ინდოელ პილოტს გმირი უწოდეს

იმედი|imedinews.ge

ისრაელისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრებმა ინდოელი პილოტი სმიტ მაჩჰარი გმირად შერაცხეს მას შემდეგ, რაც მან Fly Dubai-ის თვითმფრინავის მგზავრების სიცოცხლე გადაარჩინა. პილოტი კოლეგამ დანით დაჭრა და, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, იუწყება Reuters-ი.

ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, რეისის მგზავრებმა ოთხშაბათს ისრაელამდე უსაფრთხოდ ჩააღწიეს მას შემდეგ, რაც მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა მეორე პილოტის მცდელობა, ჩამოეგდო თვითმფრინავი, აღკვეთეს.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მეორე პილოტმა ინდოელი კაპიტანი დაჭრა და თვითმფრინავმა 30 წამზე ნაკლებ დროში დაახლოებით 14 000 ფუტით, ანუ 4 267 მეტრით, სიმაღლე დაკარგა? წერს სააგენტო.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ მაჩჰარი, რომელიც დაჭრის შემდეგ სისხლიანი იატაკზე იწვა, კაბინის კარის გასაღებად მექანიზმის ამოქმედებას მაინც ახერხებდა. ამის შემდეგ მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა მეორე პილოტის განეიტრალება შეძლეს, ხოლო თვითმფრინავში მყოფმა Fly Dubai-ს ორმა სხვა პილოტმა ლაინერი საუდის არაბეთში, თაბუკის აეროპორტში უსაფრთხოდ დასვა.

„მან 174 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, მათ შორის ისრაელის მოქალაქეებისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. მანამდე, ვიდეომიმართვაში, რომელიც მისმა ოფისმა გაავრცელა, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ყველა მგზავრი საფრთხეს გადაურჩა“.

ხუთშაბათს დილით ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმაც შეაქო მაჩჰარი და მას „გმირი“ უწოდა.

„უმძიმესი საფრთხის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ მძიმედ იყო დაჭრილი, მან უდიდესი სიმამაცე და სხვა ადამიანების სიცოცხლის დაცვის ურყევი გადაწყვეტილება გამოიჩინა. მისმა თავდადებამ ასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენასა და დიდი ტრაგედიის თავიდან აცილებას შეუწყო ხელი“, - განაცხადა მოდიმ.

საუდის არაბეთში მყოფმა ინდოეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მაჩჰარი თაბუკის საავადმყოფოში შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებს. მათი თქმით, ინდოეთის ხელისუფლება მის ოჯახსა და საუდის არაბეთის შესაბამის უწყებებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება და პილოტისთვის საჭირო დახმარების გაწევას ცდილობს.

ინდოეთის საელჩოს ინფორმაციით, მაჩჰარის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც Reuters-ი იუწყება, ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა პილოტებს შორის დაპირისპირების მიზეზი. Fly Dubai-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ მომხდარის გამომწვევი მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია და საზოგადოებას „ნაადრევი სპეკულაციისგან“ თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ავიაკომპანიამ გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად ისრაელის მიმართულებით და ისრაელიდან ფრენებიც შეაჩერა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით მათიკაშვილი: 2012 წლის 1 ოქტომბერი გახლავთ ეპოქალური და გარდამტეხი მნიშვნელობის მონე მოვლენა საქართველოს ისტორიაში

დავით მათიკაშვილი: 2012 წლის 1 ოქტომბერი გახლავთ ეპოქალური და გარდამტეხი მნიშვნელობის მონე მოვლენა საქართველოს ისტორიაში

იმედი

რატი იონათამიშვილი: 1 ოქტომბრის მთავარი ღირებულება სწორედ ესა, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, უსაფრთხოება იყოს დაცული და ამ ყველაფერმა ჩვენ საბოლოოდ, ნამდვილ ოცნებამდე, ტერიტორიულ მთლიანობამდე მიგვიყვანოს

POLITICO: მელონი ენერგიის გაძვირების გამო ევროკავშირისგან ფისკალური წესების შემსუბუქებას ითხოვს

POLITICO: მელონი ენერგიის გაძვირების გამო ევროკავშირისგან ფისკალური წესების შემსუბუქებას ითხოვს

იმედი

მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

იმედი