მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. New York Post: ტულსი გაბარდი საზღვარგარეთ განლაგებული 120-ზე მეტი ამერიკული ლაბორატორიის დაფინანსებას სწავლობს
New York Post: ტულსი გაბარდი საზღვარგარეთ განლაგებული 120-ზე მეტი ამერიკული ლაბორატორიის დაფინანსებას სწავლობს

New York Post: ტულსი გაბარდი საზღვარგარეთ განლაგებული 120-ზე მეტი ამერიკული ლაბორატორიის დაფინანსებას სწავლობს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი საზღვარგარეთ განლაგებული 120-ზე მეტი ლაბორატორიის საქმიანობას სწავლობს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ამერიკელი გადამხდელების ფულით ფინანსდებოდა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, გამოძიება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებულების შესაბამისად, ვირუსებთან დაკავშირებული პოტენციურად საშიში ექსპერიმენტების შეწყვეტის ძალისხმევის ფარგლებში ტარდება.

გაბარდმა გამოცემას განუცხადა, რომ მისი გუნდი „ასეთი ლაბორატორიების ადგილმდებარეობის დადგენას აპირებს, თუ რა პათოგენები ინახება იქ და რა „კვლევები“ ტარდება, რათა ბოლო მოუღოს სახიფათო გამოკვლევების ჩატარებას, რომლებიც ამერიკელი ხალხისა და მსოფლიოს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას საფრთხეს უქმნიან“.

„COVID-19-ის პანდემიამ კატასტროფული გლობალური შედეგები გამოიწვია, რაც, შესაძლოა, ბიოლოგიურ ლაბორატორიებში საშიში პათოგენების კვლევას უკავშირდებოდეს“, - განაცხადა გაბარდმა.

„ხილული საფრთხეების მიუხედავად, პოლიტიკოსები, მედიცინის ე.წ. მუშაკები, როგორებიც იყვნენ დოქტორი ფაუჩი და ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების გუნდში არსებული სტრუქტურები ამერიკელ ხალხს ატყუებდნენ აშშ-ის მიერ დაფინანსებული ბიოლაბორატორიების შესახებ, ხოლო მათ, ვინც სიმართლის თქმას ცდილობდა, ემუქრებოდნენ“, - აღნიშნა გაბარდმა.

როგორც ეროვნული დაზვერვის უწყებაში აცხადებენ, დღესდღეობით, ამერიკული ლაბორატორიები 30-ზე მეტ ქვეყანაშია განლაგებული. მათი ნაწილი ადრე თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ფინანსდებოდა. 40-ზე მეტი ლაბორატორია კი უკრაინაში მდებარეობს. მათ რუსეთთან ომის გამო, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი