
ნიკა გვარამია „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს და თავს სოციალურ ქსელში იმართლებს
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს და თავს სოციალურ ქსელში იმართლებს.
„ქართველ ერს არც ომი უნდა და თან აფხაზეთის დაბრუნებაც უნდა. და პოლიტიკოსის ამოცანაა, ეს ორი რამ გააერთიანოს და ისე იპოვოს გამოსავალი. მე ამ საკითხშიც და სხვა ფუნდამენტურ საკითხებშიც პოლიტიკოსის ფუნქცია სწორედ ეს მგონია: თან ამოცანა დასახოს, თან ხალხის აზრი გაითვალისწინოს და ბოლოს ასე გადაჭრას პრობლემა. პოლიტიკოსის ხელოვნება ამაშია“, - წერს გვარამია.
მანამდე გვარამიამ აფხაზეთის ომის შესახებ მსჯელობისას განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანით აღფრთოვანებულია, ვინაიდან მან ამოიღო შტამპიდან არარატი, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დასათბობად და ასევე ჩააბარა ყარაბაღი. მისივე თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უმოკლეს დროში შეძლო ისტორიული ტრავმების დამარცხება, რაც სომხეთს მეტ ფულს და ევროკავშირისკენ სვლის პერსპექტივას მოუტანს.
იმედი
წყარო: imedinews.ge