მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლ ფაშინიანი: რობერტ ქოჩარიანი ციხეში წავა. გაგიკ ცარუკიანი ციხეში წავა. სამველ კარაპეტიანი ციხეში წავა
ნიკოლ ფაშინიანი: რობერტ ქოჩარიანი ციხეში წავა. გაგიკ ცარუკიანი ციხეში წავა. სამველ კარაპეტიანი ციხეში წავა

ნიკოლ ფაშინიანი: რობერტ ქოჩარიანი ციხეში წავა. გაგიკ ცარუკიანი ციხეში წავა. სამველ კარაპეტიანი ციხეში წავა

იმედი|imedinews.ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მისი პარტიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კვლავ გაიმეორა მუქარა ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების შესახებ. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ალიანს „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა სამველ კარაპეტიანმა, ალიანს „სომხეთის“ ლიდერმა რობერტ ქოჩარიანმა და პარტია „აყვავებული სომხეთის“ თავმჯდომარემ“ გაგიკ ცარუკიანმა პასუხი უნდა აგონ.

„ჩემი პოზიცია და გეგმა არ შეცვლილა. ამ ძალების ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ კანონის შესაბამისად. მათ უნდა დაეკისროთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თქვენთვის ცნობილ საქმეებზე და კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის ჩამორთმევის პროცესი ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს უკანონო აქტივების კონფისკაციის მექანიზმის, სისხლისსამართლებრივი დევნის, სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის სისტემების მეშვეობით.

საბოლოო ჯამში, ეს ძალები არ არიან პოლიტიკური ძალები; ისინი კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის წარმომადგენლები არიან და მათ სომხეთში მოქმედების არეალი არ უნდა ჰქონდეთ. ომის სამთავიანი ჯაშუშური პარტია სომხეთიდან უნდა აღმოიფხვრას. ეს არის ჩვენი ამოცანა პოლიტიკურ სფეროში. რობერტ ქოჩარიანი ციხეში წავა. გაგიკ ცარუკიანი ციხეში წავა. სამველ კარაპეტიანი ციხეში წავა“, - განაცხა ფაშინიანმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას აგრძელებს. წინასწარი მონაცემებით, ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტმა“ საკმარისი ხმები მიიღო იმისათვის, რომ მთავრობა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს.

წინასწარი შედეგები ასევე მიუთითებს, რომ „ძლიერმა სომხეთმა“, „სომხეთმა“ და „აყვავებულმა სომხეთმა“ პარლამენტში შესასვლელად საჭირო საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება