მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლოზ ბენიაიძე: საქართველოში ბევრი ფერმერი ელიტურ და პირველი რეპროდუქციის სათესლე მასალას საერთოდ არ იყენებს, რაც პროდუქტიულობის გაზრდის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია
ნიკოლოზ ბენიაიძე: საქართველოში ბევრი ფერმერი ელიტურ და პირველი რეპროდუქციის სათესლე მასალას საერთოდ არ იყენებს, რაც პროდუქტიულობის გაზრდის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია

ნიკოლოზ ბენიაიძე: საქართველოში ბევრი ფერმერი ელიტურ და პირველი რეპროდუქციის სათესლე მასალას საერთოდ არ იყენებს, რაც პროდუქტიულობის გაზრდის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია

იმედი|imedinews.ge

მარცვლეულის სექტორის განვითარებისა და ადგილობრივი წარმოების გაზრდისთვის, „მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ბენიაიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია როგორც ტექნიკის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ისე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხარისხიანი სათესლე მასალის გამოყენების ხელშეწყობა.

„ვიცი, რომ მარცვლეულის კომბაინებზე სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა არსებობს და ეს ძალიან კარგია. წელს, მაგალითად, წვიმების გამო ალაზნის ველზე, შირაქში, ქვემო ქართლსა და კახეთში მოსავალი თითქმის ერთდროულად შემოვიდა. შესაბამისად, ყველა ფერმერს ერთდროულად დასჭირდა ამღები ტექნიკა. განსაკუთრებით ქერის მოსავალი ვერ იტანს დაგვიანებას. ერთი კვირით დაგვიანებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მარცვლის დანაკარგი, ერთი ტონა მოსავლიდან შეიძლება 500 კილოგრამიც კი დაიკარგოს. თუმცა ხორბლის ზოგიერთი ჯიში უფრო მოქნილია და ორ კვირას ან თუნდაც ერთ თვეს შეიძლება გაუძლოს. ამიტომ ტექნიკის მხარდაჭერა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

მისივე შეფასებით, ტექნიკის გარდა, მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მათ შორის No-Till ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც საწვავისა და ტექნიკის გამოყენების შემცირების და წარმოების ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, მისი თქმით, შესაბამისი ტექნიკის მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით სახელმწიფო მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ბენიაიძე ასევე ყურადღებას ამახვილებს სათესლე მასალის ხარისხზე. მისი თქმით, საქართველოში ბევრი ფერმერი ელიტურ და პირველი რეპროდუქციის სათესლე მასალას საერთოდ არ იყენებს, რაც პროდუქტიულობის გაზრდის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია.

„ასევე მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მათ შორის No-Till ტექნოლოგია. ეს საშუალებას მოგვცემს, დავზოგოთ დიზელი, შემცირდეს ტექნიკის გამოყენების რაოდენობა და გაიზარდოს ეფექტიანობა. თუმცა No-Till სათესი ტექნიკა ძვირია და აქ სახელმწიფოს უფრო მაღალი თანამონაწილეობა კარგი იქნებოდა. სათესლე მასალა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ამ მიმართულებით მინისტრის მოადგილეებთან არაერთხელ გვქონდა საუბარი. ელიტური და პირველი რეპროდუქციის სათესლე მასალა ბევრ ფერმერს საერთოდ არ გამოუყენებია. ხშირად ხდება ისეც, რომ ვიღაც ამბობს, თითქოს კონკრეტული ჯიშით 7-8 ტონა მიიღო და ამ ინფორმაციას სხვა ფერმერებიც იჯერებენ. საბოლოოდ კი ერთმანეთს ვატყუებთ. საჭიროა ხარისხიანი სათესლე მასალის კონტროლირებული შემოტანა და მისი ფერმერებისთვის ხელმისაწვდომ ფასად მიწოდება“, - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრს და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრს და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

იმედი

შსს-მ მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შსს-მ მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და წევრი ქვეყნების მოწოდება რუსეთს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და წევრი ქვეყნების მოწოდება რუსეთს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი