მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლოზ სამხარაძე: ბელგიურ მხარეს გავაცანით ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის პრობლემატურია. მათ შორის, მოთხოვნები რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და განსაკუთრებით, არჩევნებში ჩარევა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან
ნიკოლოზ სამხარაძე: ბელგიურ მხარეს გავაცანით ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის პრობლემატურია. მათ შორის, მოთხოვნები რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და განსაკუთრებით, არჩევნებში ჩარევა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან

იმედი|imedinews.ge

ბელგიურ მხარეს გავაცანით ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის პრობლემატურია, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

სამხარაძის თქმით, საუბარი შეეხო მათ შორის, მოთხოვნებს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

„გვქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია. პასუხი გავეცით ყველა კითხვას, რომელიც მათ ჰქონდათ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ოკუპაციაზე, ევროკავშირთან ურთიერთობების პრობლემატიკაზე. ჩვენ გავაცანით ბელგიურ მხარეს ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის პრობლემატურია. მათ შორის, მოთხოვნები რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და განსაკუთრებით, არჩევნებში ჩარევა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან. ასევე, საუბარი შეეხო იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი არადა არ აღიარებს, რომ დემონსტრაციები იყო ძალადობრივი. არადა, ჩვენ ამის დამადასტურებელი ფაქტები გვაქვს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბელგიურ მხარეს მივაწოდეთ. ვიცით, რა არის მათი წუხილები, იგივე კანონებთან დაკავშირებით. ამიტომ, ძალიან გულწრფელი და ღია დიალოგი გვქონდა“, - აღნიშნა მან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. ქართველ დეპუტატებს შეხვედრა ჰქონდათ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, განიხილეს საქართველო ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობებიც.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
  • ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ "ივანიშვილის გაკეთილშობილება არ მოხდება": ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილსრუსთავი 2
მხარს →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი