მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში, ამ პლატფორმას ვიყენებთ არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად და გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად შეტანილი რეზოლუციისთვის უფრო მეტი ქვეყნის მიმხრობისთვის
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში, ამ პლატფორმას ვიყენებთ არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად და გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად შეტანილი რეზოლუციისთვის უფრო მეტი ქვეყნის მიმხრობისთვის

იმედი|imedinews.ge

ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში. წელს ამ სესიაზე მონაწილეობს 300-ზე მეტი დელეგატი, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან. ჩვენთვის ეს ფორმატი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ აქ გვაქვს შესაძლებლობა შევხვდეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც გეოგრაფიულად საქართველოსგან დაშორებით არიან და მათთან არ გვაქვს აქტიური დიპლომატიური კომუნიკაცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ფრანკოფონიის სესიაზე, ქართულმა დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე და გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად შეტანილ რეზოლუციაზე, რომლის მხარდაჭერისკენაც მოუწოდა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ხმის მიცემისგან თავს იკავებენ.

„ბატონ გიორგი კახიანს ჰქონდა გამოსვლა, სადაც მან ისაუბრა ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე, ისაუბრა იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც ოკუპაციის გამო ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში. ასევე, განსაკუთრებული აქცენტი იყო გაკეთებული გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად შეტანილ რეზოლუციაზე. ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ აქ, ფრანკოფონიის ასამბლეაში, წარმოდგენილი არიან ის ქვეყნები, რომლებიც ხშირად თავს იკავებენ ხოლმე რეზოლუციისთვის ხმის მიცემისგან. ამიტომ, აქ გაისმა მოწოდება ამ ქვეყნების მიმართ, რომ მათ მომავალში მხარი დაუჭირონ ჩვენს რეზოლუციას.

გვქონდა საუბარი ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანამ გადადგა სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე და ასევე ეკონომიკურ პროგრესზე, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს.

ამ პლატფორმას საქართველოს პარლამენტი იყენებს არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად და ასევე, უფრო მეტი ქვეყნის მიმხრობისათვის საქართველოს რეზოლუციისადმი, რომელიც ყოველწლიურად შედის გაეროში,“ - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი