მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლოზ სამხარაძე: ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ. მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე საუბრისთვის, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით
ნიკოლოზ სამხარაძე: ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ. მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე საუბრისთვის, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით

იმედი|imedinews.ge

გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე უსაფრთხოების ვითარებას ჩვენს რეგიონში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, განხილულ თემებს შორის იყო ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში და ასევე ეკონომიკური პროგრესი.

„ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებს ჰქონდათ კითხვები სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით და ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ მათ იმის შესახებ, თუ რა ხდება როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში, რა როლს თამაშობს საქართველო მშვიდობის დამყარების პროცესში სამხრეთ კავკასიაში; ასევე, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე, რა პრობლემატიკაა ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში.

ასევე ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო წარიმართა, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და რომ ძალიან ბევრი წევრი დაესწრო ამ შეხვედრას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მან ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა.

„ვიზიტის ფარგლებში და აქაც ჩვენ ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს მხარდაჭერა, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ფორმატში დიალოგის განსაახლებლად. მზად ვარ ასევე კრიტიკულ საკითხებზე საუბრისთვის, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების ფორმალური მიზეზი გახდა. ვფიქრობთ, რომ ლუქსემბურგის მხარე საკმაოდ კონსტრუქციულად მოეკიდა ჩვენს პოზიციას და იმედი გვაქვს, რომ როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები, ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის განახლებას.

რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, აქ ჩვენ ერთმანეთთან პრობლემები არ გვაქვს. პირიქით, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ვითარდება და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ვუმასპინძლებთ ლუქსემბურგის დელეგაციას საქართველოში. ასევე, ჩვენი ვიზიტის ფარგლებში დადასტურდა, რომ შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა ლუქსემბურგს“, - განაცხადა სამხარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • ასე უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ჩადიოდნენ მძიმე დანაშაულს, შეიძლება ემსახურებოდეს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს - გია ვოლსკირუსთავი 2
  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
მხარს →

მსგავსი სტატიები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

იმედი

გივი მიქანაძე: მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით, ჩამოვაყალიბებთ სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხედვებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებს

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

იმედი

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

იმედი