მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლოზ სამხარაძე: მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ვიზის დიალოგი არის ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას აქვს ვალდებულება, რომ ჩაატაროს სავიზო დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს უვიზო მიმოსვლა, ეს იყო ჩვეულებრივი ტექნიკური შეხვედრა
ნიკოლოზ სამხარაძე: მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ვიზის დიალოგი არის ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას აქვს ვალდებულება, რომ ჩაატაროს სავიზო დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს უვიზო მიმოსვლა, ეს იყო ჩვეულებრივი ტექნიკური შეხვედრა

იმედი|imedinews.ge

ვიზის დიალოგი, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ვიზის დიალოგი არის ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას აქვს ვალდებულება, რომ ჩაატაროს სავიზო დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს უვიზო მიმოსვლა,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

სამხარაძის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრას ჰქონდა ტექნიკური ხასიათი, რომელიც საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა.

ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა აღნიშნული შეხვედრიდან ინფორმაციის გაჟონვის საკითხზე, მისი თქმით ქართულ მხარეს არ შეეძლო მსგავსი ქმედების ჩადენა, შესაბამისად, აშკარაა თუ ვის მიერ მოხდა ინფორმაციაა გაჟონვა შეხვედრის დასრულებამდე.

„ეს იყო ჩვეულებრივი ტექნიკური შეხვედრა, რომელიც მინდა გითხრა, რომ საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, მანამ სანამ არ მოხდა ამ შეხვედრის დეტალების გაჟონვა პრესაში. მე მინდა ამ საკითხს განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ნდობაზე ვსაუბრობთ ევროკავშირთან, მიუღებელია, როდესაც დახურული შეხვედრის დეტალები პრესაში იჟონება შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე და გასაგებია, რომ ქართული მხარე ვერანაირად ვერ გაჟონავდა ამ ინფორმაციას, იმ საინფორმაციო საშუალებებში, რომლებიც ევროკავშირში არის წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე ყველასთვის ნათელია, თუ ვინ გაჟონა ეს ინფორმაცია და რისთვის იყო, ეს საჭირო,“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

იმედი

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ

იმედი

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი