მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისა და ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ თანამშრომლობაზე. მათ შორის, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობაზე, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის კარგ მაგალითს წარმოადგენს.

შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Financial Times: აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის რამდენიმე მოქალაქის გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში, საფრანგეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთხოვს, მოუხსნან სანქციები რუს ოლიგარქს, ალიშერ უსმანოვს

ბელგიაში პოლიციელი ხელბორკილებიან ქალს ფიზიკურად გაუსწორდა - დაწყებულია გამოძიება. ვიდეო

ბელგიაში პოლიციელი ხელბორკილებიან ქალს ფიზიკურად გაუსწორდა - დაწყებულია გამოძიება. ვიდეო

იმედი

CBS News: დონალდ ტრამპ უმცროსის მეუღლემ, ბეტინა ანდერსონმა დაადასტურა, რომ რუსმა ოლიგარქმა უმარ კრემლიოვმა მაისში, ქორწილის შემდგომი წვეულებების ნაწილს კერძო კუნძულზე უმასპინძლა, რაც მისი თქმით, „არაჩვეულებრივად უხვი საქორწინო საჩუქარი“ იყო

ზელენსკი: თუ ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ რუსეთის რეალური მზადყოფნა, არ დაარტყას ჩვენს ელექტროსისტემას, სხვა ენერგოობიექტებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ან სურსათის გადაადგილებას, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ უზრუნველვყოთ ჩვენი დარტყმების შეჩერება