მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ბაგაშვილი: რუსთაველის გამზირის დიზაინის შექმნაზე რამდენიმე წელია ვმუშაობთ და ამ დიზაინის შექმნაში მონაწილეობდნენ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტები - სამანქანო გზის გაბარიტი არ იცვლება, ქუჩა არ ვიწროვდება
ნინო ბაგაშვილი: რუსთაველის გამზირის დიზაინის შექმნაზე რამდენიმე წელია ვმუშაობთ და ამ დიზაინის შექმნაში მონაწილეობდნენ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტები - სამანქანო გზის გაბარიტი არ იცვლება, ქუჩა არ ვიწროვდება

იმედი|imedinews.ge

იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაბილიტაცია, გადაწყდა რუსთაველის გამზირის სრული დაკეტვა სამანქანო მოძრაობისთვის. შესაბამისად, გვაქვს მცირედი ცვლილებები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ბაგაშვილმა.

„მანქანები მოძრაობას შეძლებენ ზემო მთაწმინდის ქუჩებით და ასევე თაბუკაშვილის ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს მეშვეობით. მოხდება რამდენიმე ქუჩის გაორმხრივება, სადაც გვიწევს პარკირება შევზღუდოთ, მათ შორის არის გრიბოედოვის ქუჩა“, - აღნიშნა მან.

ბაგაშვილის თქმით, რუსთაველის ქუჩის სამანქანო გზა არ ვიწროვდება.

„რუსთაველის გამზირის, ქუჩის დიზაინის შექმნაზე რამდენიმე წელია ვმუშაობთ და ამ დიზაინის შექმნაში მონაწილეობდნენ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტები საგზაო მოძრაობის დაგეგმვის კუთხით. რამდენიმე პრინციპი გვქონდა: უნდა ყოფილიყო მორგებული ქვეითზე, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება უნდა გაგვეთვალისწინებინა და მათ შორის მანქანის მძღოლების მისაწვდომობაც გაგვეზარდა. სამანქანო ნაკადების 30% რუსთაველის გამზირს იყენებდა მოსაბრუნებლად. ისე დავგეგმეთ, რომ მთელი გამზირის გავლა და მოტრიალება აღარ ყოფილიყო საჭირო, თითოეულ მნიშვნელოვან ქუჩასთან მოეწყობა საგზაო კვანძი, სადაც მანქანები შეძლებენ პირდაპირ გადაადგილებას. ეს ითვალისწინებს დამატებითი შუქნიშნების, ასევე ქვეითებისთვის მიწისზედა გადასასვლელების მოწყობას, იგეგმება მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია. რუსთაველის ქუჩის სამანქანო გზის გაბარიტი არ იცვლება, ქუჩა არ ვიწროვდება. საფეხმავლო ნაწილსაც არ ეხება ცვლილება. დღეს როგორც იცით, რუსთაველის გამზირზე არ არსებობს ადგილი, სადაც მანქანას შეუძლია გააჩეროს, შესაბამისად, სადაც საშუალება გვქონდა, რომ ქვეითისთვის დისკომფორტი არ შეგვექმნა, ჩნდება ჩასმა-ჩამოსმის, ე.წ. დროფ ოფის ადგილები“, - განაცხადა ბაგაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისევ დაშინება, შანტაჟი და მუქარა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების უცვლელი ხელწერა - გვარამია ხელისუფლებაში დაბრუნებას და ანგარიშსწორებას ლამობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ისევ დაშინება, შანტაჟი და მუქარა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების უცვლელი ხელწერა - გვარამია ხელისუფლებაში დაბრუნებას და ანგარიშსწორებას ლამობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვის ინოვაციური პროექტი - აეროდრომი და ავია-ვილები კაჭრეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვის ინოვაციური პროექტი - აეროდრომი და ავია-ვილები კაჭრეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

თამარ იოსელიანი: მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს

თამარ იოსელიანი: მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს

იმედი

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

იმედი