მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ჯელაძე: საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭიროს ინოვაციებზე ორიენტირებული ფინანსური გარემოს არსებობას
ნინო ჯელაძე: საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭიროს ინოვაციებზე ორიენტირებული ფინანსური გარემოს არსებობას

ნინო ჯელაძე: საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭიროს ინოვაციებზე ორიენტირებული ფინანსური გარემოს არსებობას

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალურ ბანკებთან და მარეგულირებლებთან რეგიონული თანამშრომლობის გზით აქტიურად უჭერს მხარს ფინანსური სერვისების უფრო ღრმა ინტეგრაციას შუა დერეფანში, - განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ქვეყანას ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ფინანსებისა და ლოგისტიკის ბუნებრივ ხიდად აქცევს.

როგორც ნინო ჯელაძემ ინტერვიუსას განაცხადა, მართალია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა რეალური ეკონომიკის ზრდასთან ფეხის ასაწყობად აუცილებელია ფინანსური ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებაც. ამ მიზეზით, ფინანსური სერვისების უფრო ღრმა ინტეგრაცია შუა დერეფნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალურ ბანკებთან და მარეგულირებლებთან რეგიონული თანამშრომლობის გზით აქტიურად უჭერს მხარს ამ დღის წესრიგს. ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტებია ტრანსსასაზღვრო გადახდების გაძლიერება, ფინტექ თანამშრომლობის მხარდაჭერა, მარეგულირებელი დიალოგის გაღრმავება, კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და იმის უზრუნველყოფა, რომ ფინანსური ინფრასტრუქტურა სატრანსპორტო კავშირების პარალელურად განვითარდეს. ამ რეგიონულ ძალისხმევას ავსებს საქართველოს შიდა ფინანსური ინფრასტრუქტურის უწყვეტი მოდერნიზაცია“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

„ქართული ბანკები ასევე ეტაპობრივად აფართოებენ თავიანთ რეგიონულ წარმომადგენლობას და ზრდიან გეოგრაფიულ არეალს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ხელს უწყობს რეგიონულ ფინანსურ ინტეგრაციას, აუმჯობესებს ბაზრებს შორის კავშირს და ტრანსსასაზღვრო ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს უქმნის.

სამომავლოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს თანამშრომლობას პარტნიორ ცენტრალურ ბანკებთან, მარეგულირებლებთან, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და კერძო სექტორთან, რათა მხარი დაუჭიროს სტაბილური, კონკურენტუნარიანი და ინოვაციებზე ორიენტირებული ფინანსური გარემოს არსებობას. უფრო ფართო მიზანი ნათელია: შუა დერეფნის გასწვრივ საქონლის, მომსახურებისა და საინვესტიციო ნაკადების ზრდასთან ერთად, ფინანსური კავშირებიც პარალელურად უნდა განვითარდეს და ხელი შეუწყოს ამ დერეფნის სრული ეკონომიკური პოტენციალის ათვისებას“, - განაცხადა ნინო ჯელაძემ Central Banking-თან ინტერვიუში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
  • ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ "ივანიშვილის გაკეთილშობილება არ მოხდება": ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილსრუსთავი 2
მხარს →

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძე სტუდენტთა დაფინანსებაზე: წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა. მოქმედებს არამხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, ასევე კერძო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, თუმცა ეს სქემა მილევად რეჟიმშია

გივი მიქანაძე: მინდა თითოეულ პედაგოგს, პროფესორ-მასწავლებელს, აღმზრდელს, სასკოლო ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს თითოეულ წარმომადგენელს დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და თავდადებისთვის, იმისთვის, რასაც ისინი ჩვენი მომავალი თაობისთვის ყოველდღიურად აკეთებენ

გივი მიქანაძე: მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომლითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ სხვადასხვა ადგილას დარეგისტრირდნენ

გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს

გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს

იმედი