მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: რუსთავში მოძველებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელსაც მასშტაბური პროექტებით ვპასუხობთ
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში მოძველებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელსაც მასშტაბური პროექტებით ვპასუხობთ

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში მოძველებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელსაც მასშტაბური პროექტებით ვპასუხობთ

იმედი|imedinews.ge

რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ ლოკაციაზე იწყება. თოდრია-მარჯანიშვილის ქუჩების კვეთიდან, სანაპიროს ქუჩამდე საგზაო სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაიწყო და პროექტის მიხედვით წყლის და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციაც იგეგმება.

„რუსთავში მოძველებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელსაც მასშტაბური პროექტებით ვპასუხობთ. დღეისათვის ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს გზების სისტემური მოწესრიგება. მიმდინარეობს როგორც გზის ახალი საფარის, ასევე საფეხმავლო ბილიკებისა და მწვანე სივრცეების განვითარება. აღნიშნული მასშტაბური პროექტი რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად რუსთავის მერია, ქალაქში საპარკინგე ზონების მოწყობას და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგებას გეგმავს. ამ მიმართულებით, რუსთავის მერია საკრებულოსთან ერთად, ახალი რეგულაციების დანერგვაზე და პრობლემის სისტემურად გადაჭრის სტრატეგიაზე მუშაობს.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად მოხდეს რუსთავში გზების მოწესრიგება, რათა რუსთავის მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების პირობები შევუქმნათ. პარალელურად ვგეგმავთ საპარკინგე ზონების მოწყობას, ამ ეტაპზე სტრატეგიაზე და ახალი რეგულაციების დაგეგმვაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დღეისათვის ქალაქის 4 სხვადასხვა უბანში -მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილისა და სანაპიროს ქუჩებზე ერთდროულად მიმდინარეობს. ფალიაშვილის და მარჯანიშვილის ქუჩებზე, ასფალტის საფარის ორი ფენა უკვე დაგებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. უახლოეს პერიოდში გაიხსნება კლდიაშვილის ქუჩის საავტომობილო მონაკვეთიც. ასფალტის მესამე საბოლოო ფენის დაგება კი ოთხივე მონაკვეთზე ერთდროულად მოხდება.

5 834 439 ლარის ღირებულების პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ინფრასტრუქტურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კახეთში, სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, წყალუზრუნველყოფა 170 ჰექტარზე გაუმჯობესდებარუსთავი 2
ინფრასტრუქტურის →მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი