მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: რუსთავში, სპორტის ქუჩა N2-ში ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში, სპორტის ქუჩა N2-ში ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში, სპორტის ქუჩა N2-ში ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

რუსთავში საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. დღეისათვის სამუშაოები ქალაქის სხვადასხვა უბანში, ერთდროულად 15 მისამართზე მიმდინარეობს. საცხოვრებელი შენობის სრული რესტავრაციის სამუშაოები ტარდება ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ - სპორტის ქუჩა N2-ში.

პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნენ.

„რუსთავში, სპორტის ქუჩა N2-ში ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ფასადის ავთენტური იერ-სახის შენარჩუნება მოხდება და შენობის ექსპლუატაციის ვადა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჯამში ქალაქის მასშტაბით, დღეისათვის აქტიურ ფაზაში 15 შენობის რეაბილიტაციაა. ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით, რუსთავის მერიის გუნდი ძალიან მალე დავიწყებთ ძველი რუსთავის განახლების ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც 100-მდე შენობის რეაბილიტაციასა და რესტავრაციას მოიცავს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სპორტის ქუჩა N2-ის პროექტი, შენობის სრულ რეაბილიტაციას, ფასადის ავთენტური იერ-სახის აღდგენას, გადახურვას, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების და დეკორატიული აივნების მოწყობას ითვალისწინებს.

„ძველი რუსთავის განახლება არის იმ მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტების გაგრძელება, რომელიც ქალაქში ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები სპორტის ქუჩის ისტორიული შენობის. ანალოგიური სამუშაოები რუსთავში 15 მისამართზე მიმდინარეობს. ეს პროცესი ქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას და მის თანამედროვე განვითარებას ემსახურება“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა.

პროექტის ღირებულება 2 016 133 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი