მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი უკვე დასკვნით ეტაპზეა
ნინო ლაცაბიძე: საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი უკვე დასკვნით ეტაპზეა

ნინო ლაცაბიძე: საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი უკვე დასკვნით ეტაპზეა

იმედი|imedinews.ge

რუსთავში, ისტორიული უბნების რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ერთ-ერთი ძველი ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურ ფაზაშია და ამჟამად სამუშაოები რუსთაველის N27, N29, N31, N35, N38, N40, N42, N44, N46 კორპუსებში მიმდინარეობს.

რუსთაველის ქუჩა ძველი რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ქუჩაა და მისი რესტავრაციის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.

ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, რუსთაველის ქუჩის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესს, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნენ.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასკვნით ეტაპზეა. მასშტაბური პროექტის ფარგლებში, უკვე 22 კორპუსის ავთენტურობაა აღდგენილი. აქტიურ ფაზაშია მორიგი ეტაპი და კიდევ 9 კორპუსს უტარდება რესტავრაცია. მიმდინარეობს შენობების იერსახის მოწესრიგება და რაც მთავარია, გამაგრება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსთავის ერთ-ერთ ძველ ქუჩაზე არსებული შენობების მდგრადობა და ექსპლუატაციის ვადები მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი შენობების გამაგრებას, სახურავისა და ფასადის აღდგენას, დეკორატიული აივნების, გარე განათების, ახალი კარ-ფანჯრების მოწყობასა და ისტორიული ქუჩის ავთენტურობის სრულ შენარჩუნებას ითვალისწინებს.

„რუსთავში საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია-რესტავრაცია გრძელდება. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება რუსთაველის ქუჩაზე. მიმდინარე პროექტი რუსთაველების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავებული მასშტაბური გეგმის ნაწილია, რომლიც მიმართულია უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების შექმნის და ქალაქის იერსახის აღდგენა-განახლებისკენ“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ჯამური ღირებულება 6 466 736 ლარია და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარდაჭერით

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნაBM.GE
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
მხარდაჭერით →

მსგავსი სტატიები

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

„მსოფლიო ჩემპიონატი არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც საინვესტიციო პროდუქტი“ - UEFA-მ მხარი დაუჭირა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას, აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა FIFA-ს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების ჩართვა იგეგმება

ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობს

ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობს

იმედი