მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: შევქმენით ახალი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტს შორის შუამავლები, რუსთაველი ახალგაზრდები იქნებიან
ნინო ლაცაბიძე: შევქმენით ახალი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტს შორის შუამავლები, რუსთაველი ახალგაზრდები იქნებიან

ნინო ლაცაბიძე: შევქმენით ახალი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტს შორის შუამავლები, რუსთაველი ახალგაზრდები იქნებიან

იმედი|imedinews.ge

რუსთავის მერია კიდევ ერთ ახალგაზრდულ პროექტს - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენლები" იწყებს. პროექტი, ქალაქის განვითარებაში და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, კიდევ უდრო მეტი ახალგაზრდის ჩართვას და თანამედროვე მუნიციპალური სერვისების დანერგვას ისახავს მიზნად.

პროგრამაში ჩართული ახალგაზრდები, სპეციალურ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გაივლიან. მათგან ყველაზე მოტივირებულები კი მერის ახალგაზრდა წარმომადგენლის სტატუსით, რუსთავის მერიაში დასაქმდებიან და ქალაქის განვითარების ახალგაზრდულ ხედვას შესთავაზებენ მუნიციპალიტეტს.

პროგრამის მონაწილეებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, ,,რუსთავის კორპუსისა’’ და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები ციფრული განვითარების სივრცეში შეხვდნენ.

„შევქმენით ახალი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტს შორის შუამავლები, რუსთაველი ახალგაზრდები იქნებიან. „მერის ახალგაზრდა წარმომადგენლები" იქნება ახალგაზრდული ქსელი, რომელიც თანამედროვე, ინოვაციური მუნიციპალური სერვისების დანერგვაში დაგვეხმარება. ახალგაზრდებისთვის კი კარიერული განვითარების კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობაა”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ახალი პროექტი, რუსთავის მერიის ,,ახალგაზრდობის განათლების და კარიერული განვითარების ცენტრის" და ,,რუსთავის კორპუსის" თანამშრომლობით შემუშავდა, მონაწილეთა შერჩევა კი ონლაინ რეგისტრაციით მოხდა.

პროექტის განხორციელების შედეგად შექმნილი ახალგაზრდული ქსელი, თანამედროვე, ინოვაციური მუნიციპალური სერვისების დანერგვას და რუსთავის ახალ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს