მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომელიც ლეონიძის ქუჩაზე არსებული დიდი ხნის გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება
ნინო ლაცაბიძე: ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომელიც ლეონიძის ქუჩაზე არსებული დიდი ხნის გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება

ნინო ლაცაბიძე: ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომელიც ლეონიძის ქუჩაზე არსებული დიდი ხნის გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება

იმედი|imedinews.ge

რუსთავში, გიორგი ლეონიძის სახელობის ქუჩას, რომელიც ურბანული და სატრანსპორტო თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია, სრული რეაბილიტაცია უტარდება. ლეონიძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა, მესხიშვილის ქუჩის კვეთიდან, ფანცულაიას ქუჩის კვეთამდე დასრულდა. ფანცულაიას ქუჩის კვეთიდან, ტაშკენტის ქუჩის კვეთამდე კი გზის საფარის მოფრეზვა მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში სანიაღვრე სისტემის მოწყობაც დაიწყება.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გრიგოლ ვეფხვაძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნენ.

„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომელიც ლეონიძის ქუჩაზე არსებული დიდი ხნის გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება. ამ ქუჩაზე მოსახლეობასთან შეხვედრისას, გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტით კი ყველა ამ საკითხის გადაჭრაა გათვალისწინებული. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩვენ მივიღებთ განახლებულ, თანამედროვე და უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე კომპანია GWP წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას განახორციელებს. პარალელურად ეწყობა ბორდიურები და ტროტუარებზე დეკორატიული ფილები იგება.

„ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია ქალაქისთვის. სამუშაოები კომპლექსურად ხორციელდება. ადგილზე მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, ახალი სანიაღვრე ქსელი, განახლდება წყლისა და წყალარინების სისტემები. პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ მივიღებთ კიდევ ერთ ქუჩას ქალაქში, რომელიც სრულიად უსაფრთხო და კომფორტული იქნება გადაადგილებისთვის“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა.

პროექტის ფარგლებში, 13 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე სამფენიანი გზის საფარი დაიგება, მოეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები, ველობილიკი, მწვანე სივრცეები და პარკინგი. ასევე გათვალისწინებულია გარე განათების ქსელის, საგზაო ნიშნების, მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელებისა და სასმელი წყლის შადრევნების მოწყობაც.

3 934 439 ლარის ღირებულების პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი