მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ფოჩხუა: სახელმწიფოს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის გამოყოფილი აქვს წელიწადში 3 მილიონი ზუსტად იმ საჭიროებისთვის, რისთვისაც ვითომ თანხა გროვდება. როგორ უნდა მოგიტრიალდეს ენა ასეთი რამე იკადრო და ასეთ სიცრუეზე მოაწერო ხელი
ნინო ფოჩხუა: სახელმწიფოს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის გამოყოფილი აქვს წელიწადში 3 მილიონი ზუსტად იმ საჭიროებისთვის, რისთვისაც ვითომ თანხა გროვდება. როგორ უნდა მოგიტრიალდეს ენა ასეთი რამე იკადრო და ასეთ სიცრუეზე მოაწერო ხელი

იმედი|imedinews.ge

თანადგომა, ქველმოქმედება, დახმარება, ეს ისეთი ცნებებია, რომელზე ჰუმანურიც კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია. ნურავის ეგონება, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების გასაჭირი გარდა ოპოზიციისა, არავის მიუტანია გულთან, მითუმეტეს ხელისუფლებას და განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროს - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, სახელმწიფოს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის გამოყოფილი აქვს წელიწადში 3 მილიონი ზუსტად იმ საჭიროებისთვის, რისთვისაც ვითომ თანხა გროვდება.

„თანადგომა, ქველმოქმედება, დახმარება, ეს ისეთი ცნებებია, რომელზე ჰუმანურიც კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია. ნურავის ეგონება, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების გასაჭირი გარდა ოპოზიციისა, არავის მიუტანია გულთან, მითუმეტეს ხელისუფლებას და განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ ხომ გაგიგონიათ თავს ზემოთ ძალა არ არისო. დღესდღეობით არ არსებობს მსოფლიოში ამ ვერაგი დაავადების განკურნების წამალი, მიუხედავად მთელი მსოფლიოს წამყავი ინსტიტუტების და მეცნიერების მუშაობისა. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ამ მოცემულობაში ჩვენმა ოპოზიციურმა სპექტრმა დაიწყო ამ მეტად სენსიტიური თემის თავის სასარგებლოდ გამოყენება, ლოზუნგით „წამალი ბავშვებს," ჩართეს სტუდენტობა, ილიაუნის უნივერსიტეტით ავანგარდში და იგივე ლოზუნგით დაიწყეს ფულის შეგროვება, შემდეგ უცხოელი დამკვეთებიდან ეტყობა რომელიმე მიხვდა, რომ არ არსებული წამლის მოთხოვნა არ იყო მომგებიანი და გადავიდნენ ამ ბავშვების მოხმარების საგნების და პროცედურებისთვის თანხის შეგროვებაზე, თითქოს არც დამკვეთებმა და არც შემსრულებლებმა არ იცოდნენ, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფო აფინანსებს, ამ ბავშვებისთვის სახელმწიფოს გამოყოფილი აქვს წელიწადში 3 მილიონი ზუსტად იმ საჭიროებისთვის, რისთვისაც ვითომ თანხა გროვდება. როგორ უნდა მოგიტრიალდეს ენა ასეთი რამე იკადრო და ასეთ სიცრუეზე მოაწერო ხელი, იმას მაინც ნუ იტყვით მშობლები სახლებს ყიდიან, შვილებს საჭიროების ინვენტარი რომ შეუძინონ და საჭირო პროცედურები ჩაუტარონო, თავიდან ბოლომდე ფარსია ეს ყველაფერი. ვინ დაგიჯერებთ. გაჭირვებული ადამიანებით მანიპულაციაზე მაინც შეიკავეთ თავი თქვენ უჯიშო, უსამშობლო ადამიანებო და რაც მთავარია ჩვენს ახალგაზრდობას ნუ ურევთ ტვინს.“ - წერს ფოჩხუა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

იმედი

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი