მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო თანდილაშვილი: სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებულ თითოეულ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცემოდა
ნინო თანდილაშვილი: სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებულ თითოეულ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცემოდა

ნინო თანდილაშვილი: სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებულ თითოეულ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცემოდა

იმედი|imedinews.ge

შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედია თითოეული მოქალაქისთვის მძიმე დანაკარგია.

ნინო თანდილაშვილის განცხადებით, შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ საზოგადოებაში არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია და სპეკულაცია გავრცელდა, რის გამოც სახელმწიფოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცემოდა.

„სამი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ცრუ ინფორმაცია და სპეკულაცია გავრცელდა. სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, რომ თითოეულ შეკითხვას ჰქონოდა ამომწურავი პასუხი. სწორედ ამიტომ, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, პროცესში ჩავრთეთ უცხოელი ექსპერტები, მათ შორის, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი შვეიცარიული კომპანია, რომელმაც შოვში განვითარებული მოვლენები შეაფასა და მაღალკვალიფიციური დასკვნა მოამზადა. ამ დასკვნამ დაადასტურა, რომ ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური კლდეზვავური პროცესი, რომელიც ძალიან მოკლე დროში განვითარდა და დიდი მასშტაბის სტიქია გამოიწვია. ამავე დასკვნაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ამ სტიქიის პრევენციას ვერ უზრუნველყოფდა ვერც რაიმე საინჟინრო-კონსტრუქციული გადაწყვეტა და ვერც თანამედროვე საყვირების სისტემა. ეს არის საჯარო დოკუმენტი და საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, სრულად გაეცნოს მის შინაარსს“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სახელმწიფომ მნიშვნელოვნად გააძლიერა მუშაობა სტიქიური პროცესების პრევენციისთვის.

„შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით ჩატარდა საქართველოს მყინვარული ხეობების უპრეცედენტო კვლევა, იდენტიფიცირდა პოტენციური რისკის ზონები და უკვე დაწყებულია თანამედროვე მონიტორინგის სისტემების განთავსება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, არცერთ ადგილას არ არის გაცემული რეკომენდაცია საყვირის ან განგაშის სისტემების განთავსების შესახებ. მონიტორინგის სისტემების დანერგვის პროცესი აქტიური რეჟიმით მიმდინარეობს და გაგრძელდება მომდევნო წლებშიც, რათა სახელმწიფოს ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია მყინვარულ ხეობებში მიმდინარე პროცესების შესახებ“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი

გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი

იმედი

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“. ჩერგოს, რაღაც ნაწილში და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე, რასაც ამბობს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია

რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გაცვალეს - უკრაინულ მხარეს 252 დაღუპულის ცხედარი გადაეცა, რუსულ მხარეს კი 23

რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გაცვალეს - უკრაინულ მხარეს 252 დაღუპულის ცხედარი გადაეცა, რუსულ მხარეს კი 23

იმედი

გიორგი გამსახურდია: ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს. ძალიან ბევრი ფულია შეჭმული და ზუსტად მაქვს ინფორმაცია, რომ თავიანთი დამკვეთები დღეს სთხოვენ