მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო თანდილაშვილი შოვის ტრაგედიაზე: უამრავი ცრუ ინფორმაცია მოვისმინეთ იმ პერიოდში. იყო საუბრები, სპეკულაციები თითქოს იქ დაგუბება იყო, სახელმწიფომ ეს ყველაფერი ვერ შეამჩნია, სპეციალისტებს გამოეპარათ... შვეიცარიულმა კომპანიამ შეაფასა შოვში განვითარებული ტრაგედია და დაიწერა ძალიან კვალიფიციური დასკვნა. დადასტურდა, რომ ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური პროცესი, რომელიც ძალიან მოკლე დროში განვითარდა და რომ რაიმე კონსტრუქციული გადაწყვეტა ამ სტიქიის პრევენციას ვერ მოახდენდა
ნინო თანდილაშვილი შოვის ტრაგედიაზე: უამრავი ცრუ ინფორმაცია მოვისმინეთ იმ პერიოდში. იყო საუბრები, სპეკულაციები თითქოს იქ დაგუბება იყო, სახელმწიფომ ეს ყველაფერი ვერ შეამჩნია, სპეციალისტებს გამოეპარათ... შვეიცარიულმა კომპანიამ შეაფასა შოვში განვითარებული ტრაგედია და დაიწერა ძალიან კვალიფიციური დასკვნა. დადასტურდა, რომ ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური პროცესი, რომელიც ძალიან მოკლე დროში განვითარდა და რომ რაიმე კონსტრუქციული გადაწყვეტა ამ სტიქიის პრევენციას ვერ მოახდენდა

იმედი|imedinews.ge

შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გაიხსენა ის სპეკულაციები, რომელსაც შოვის ტრაგედიის დღეებში ოპოზიციის მხრიდან ჰქონდა ადგილი.

„ჩვენ უამრავი ცრუ ინფორმაცია მოვისმინეთ იმ პერიოდის განმავლობაში. იყო საუბრები, სპეკულაციები, თითქოს იქ დაგუბება იყო, სახელმწიფომ ეს ყველაფერი ვერ შეამჩნია, სპეციალისტებს გამოეპარათ ეს ინფორმაცია. უამრავი გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა განსაკუთრებით იმ ემოციურ დღეებში, როცა თითოეული ჩვენგანი ვიყავით ძალიან ღრმა მწუხარებაში. რა თქმა უნდა სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, რომ თითოეულ შეკითხვას ჰქონოდა ამომწურავი პასუხი და აქ ჩვენ უკან არ დაგვიხევია. ამ პროცესებში ქართველ სპეციალისტებთან ერთად ჩავრთეთ უცხოელი ექსპერტები - მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი მოწინავე შვეიცარიული კომპანია, რომელმაც რეალურად შეაფასა შოვში განვითარებული ტრაგედია და დაიწერა ძალიან კვალიფიციური დასკვნა ამ მოვლენის ირგვლივ. დადასტურდა, რომ ეს იყო მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური პროცესი, რომელიც ძალიან მოკლე დროში განვითარდა. კლდეზვავური პროცესი, რომელმაც გამოიწვია დიდი მასშტაბის სტიქია. ამ დასკვნაში ასევე იყო აღნიშნული, რომ სამწუხაროდ რაიმე კონსტრუქციული გადაწყვეტა ამ სტიქიის პრევენციას ვერ მოახდენდა და ასევე თანამედროვე საყვირების სისტემა ამ სტიქიური პროცესის პრევენციისთვის ვერ იქნებოდა ადეკვატური ზომა“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ცნობისთვის, 2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა. სტიქიურ უბედურებას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას. სამძებრო სამუშაოები თითქმის მთელი თვის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროცესში ჩართული იყო ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 94 სტატია.

  • "არ ვაპირებ გულგრილად ვუყურო ამ პროცესს“ - დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის მერს აკრიტიკებსBM.GE
  • "პოლიტიკური პროცესი ასეთია, ხან აიწევა ადამიანის რეიტინგი, ხან დაიწევა" - ირაკლი ფავლენიშვილი მერცისა და მაკრონის რეიტინგზერუსთავი 2
  • დღეს სააღმზრდელო პროცესი 40 მუნიციპალური ბაღიდან 9-ში ვერ განახლდა - ვაჟა დარჩიატვ პირველი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
პროცესი →

მსგავსი სტატიები

გია ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“

გია ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“

იმედი

გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი

გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი

იმედი

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“. ჩერგოს, რაღაც ნაწილში და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე, რასაც ამბობს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია

რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გაცვალეს - უკრაინულ მხარეს 252 დაღუპულის ცხედარი გადაეცა, რუსულ მხარეს კი 23

რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გაცვალეს - უკრაინულ მხარეს 252 დაღუპულის ცხედარი გადაეცა, რუსულ მხარეს კი 23

იმედი