მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი 26 მაისს ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: ექნებათ მცდელობა, სურვილი მაინც, რომ რაღაც დოზით გაიფართხალონ
ნინო წილოსანი 26 მაისს ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: ექნებათ მცდელობა, სურვილი მაინც, რომ რაღაც დოზით გაიფართხალონ

ნინო წილოსანი 26 მაისს ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: ექნებათ მცდელობა, სურვილი მაინც, რომ რაღაც დოზით გაიფართხალონ

იმედი|imedinews.ge

ექნებათ მცდელობა, სურვილი მაინც, რომ რაღაც დოზით გაიფართხალონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა 26 მაისს, ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე.

მისი თქმით, მათ გააზრებული უნდა ჰქონდეთ, რომ დესტრუქციული სცენარები აღარ მუშაობს.

„არ ვიცი ვის აშინებენ ამ თავისი გამოსვლით. როგორც გამოვლენ, ისე შევლენ. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ ექნებათ იმედი, რომ ხალხმრავალ აქციას მოაწყობენ. თუ რაიმე დესტრუქციული სცენარები აქვთ, არც იმის იმედი ექნებათ ნამდვილად, რომ ეს სცენარები გაუვათ იმიტომ, რომ ბოლო განვითარებულმა პროცესებმა, მათ შორის 4 ოქტომბრის წარმატებულად ჩატარებულმა ოპერაციამ, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან თითქმის სრულყოფილად იყო ჩატარებული, კიდევ უკეთ დაანახა მათ და დაარწმუნა, რომ ეს მათი დესტრუქცია და მავნებლური სცენარები აღარ მუშაობს. რა თქმა უნდა გამოვიდეს ყველა, ვისაც უნდა, რომ აღნიშნოს დამოუკიდებლობის დღე, თუმცა ამ აგენტურას და ქვეყნის მოღალატე ადამიანებს ნამდვილად არაფერი ესაქმებათ 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. რადგან მათი მთელი მორალი და ძალისხმევა მიემართება იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ვიღაცაზე დამოკიდებული. რომ ემონებოდეს ოდიოზურ სახელმწიფოებს, ოდიოზურ პირებს, უცხოელ ლიდერებს, უცხოელ ძალებს და ეს არის მათი შინაარსი. ამ პირობებში ეჭვი მეპარება, რომ ისინი 26 მაისს აღნიშნავდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა ექნებათ მცდელობა, სურვილი მაინც, რომ რაღაც დოზით გაიფართხალონ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

იმედი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

იმედი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი