მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი: ჯო უილსონი სამხრეთ კაროლინის შტატს უნდა წარმოადგენდეს, თუმცა 2024 წელს მისი ხელმეორედ არჩევის შემდგომ, მას არცერთი კანონპროექტი არ დაუინიცირებია ამ შტატთან დაკავშირებით; ორად ორი კანონპროექტი, რომელიც დააინიცირა, საქართველოს ეხებოდა - ის არა სამხრეთ კაროლინას, არამედ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს
ნინო წილოსანი: ჯო უილსონი სამხრეთ კაროლინის შტატს უნდა წარმოადგენდეს, თუმცა 2024 წელს მისი ხელმეორედ არჩევის შემდგომ, მას არცერთი კანონპროექტი არ დაუინიცირებია ამ შტატთან დაკავშირებით; ორად ორი კანონპროექტი, რომელიც დააინიცირა, საქართველოს ეხებოდა - ის არა სამხრეთ კაროლინას, არამედ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს

იმედი|imedinews.ge

საინტერესოა, რომ ჯო უილსონი სამხრეთ კაროლინის შტატიდან არის არჩეული და წესით, ამ შტატსა და ხალხს უნდა წარმოადგენდეს, თუმცა 2024 წელს მისი ხელმეორედ არჩევის შემდგომ, მას არცერთი კანონპროექტი არ დაუინიცირებია სამხრეთ კაროლინასთან დაკავშირებით; ორად ორი კანონპროექტი, რომელიც დააინიცირა, საქართველოს ეხებოდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

წილოსანი გამოეხმაურა უილსონის განცხადებას, რომ „„ქართული ოცნება“ სიტყვის თავისუფლებას ანადგურებს“. მისი შეფასებით, კამპანია, რომლის აგორებასაც უილსონი აპირებს, არის სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ დამალული სიძულვილის გაღვივება.

„ჯო უილსონს ვხვდებით ფარას დოკუმენტებში, სადაც ის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ლობირების შედეგად დაფინანსებული პოლიტიკოსია. ეს არის ადამიანი, რომელთანაც, როგორც ჩანს, ძალიან კარგი მისასვლელი გზები აქვს ნაცმოძრაობას და ის არა სამხრეთ კაროლინას, არამედ ნაცმოძრაობას წარმოადგენს. გარკვეულ ნეგატიურ დატვირთავს ნამდვილად ატარებს, რომ თუნდაც კონგრესში ერთი კონკრეტული ადამიანი ამდენად ნეგატიურ ჭრილში იხსენიებს საქართველოს, თუმცა გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობის არის ის წინ გადადგმული ნაბიჯი ამერიკასთან ურთიერთობის, რომელიც გამოიხატება კონკრეტული შედეგებით ყოველ ჯერზე. იცით, რომ მარკო რუბიოს მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში აშშ-ში მაკა ბოჭორიშვილი იმყოფებოდა. გვერდიგვერდ გადაღებული ფოტო ალბათ განსაკუთრებული დარტყმა იყო ჩვენი რადიკალებისთვის. ყველამ დავინახეთ, რომ საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება და ძალიან კარგად აღადგენს ურთიერთობებს აშშ-სთან. ასევე ძალიან საინტერესოა ის, თუ რა თემის აგორებას აპირებს ჯო უილსონი - ეს არის სიტყვის თავისუფლების ქვეშ დამალული სიძულვილის გაღვივება. ის ზიზღის კამპანია, რომელიც საქართველოში კარგად იყო დაფინანსებული და რისთვისაც შესაბამისმა კანონმდებლობამ სათანადო რეგულაცია მიიღო, ახლა კი ჯო უილსონი ცდილობს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად ამ ყველაფრის წარმოჩენას. ძალიან საინტერესოა, რომ თავად მარკო რუბიოს მიერ გამართულ კონფერენციაზე იყო საუბარი პოლიტიკურ ტერორიზმზე, რომელშიც თავისუფლად შეგვიძლია გავიყვანოთ ის სიძულვილის კამპანია, რომელიც პირდაპირ პოლიტიკური ტერორიზმია. არა მხოლოდ აშშ-ში, ევროპაში მას განსაკუთრებით ებრძვიან. ვნახეთ, რომ იუმორშიც სურთ გაატარონ ზიზღი, რელიგიური სიწმინდეების, წინაპრების შეურაცხყოფა. გერმანიას, საფრანგეთს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონმდებლობა, მათ შორის სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტებისთვის. ჩვენ ვნახეთ არაერთი ადამიანი დაპატიმრებული და დაჯარიმებული. მთლიანად ევროპის მასშტაბით ეს საქციელი ისჯება, თუმცა ჯო უილსონს, როგორც ჩანს სურს, რომ სრულიად სხვანაირად წარმოაჩინოს საქართველოს მოცემულობა“, - განაცხადა წილოსანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძე სტუდენტთა დაფინანსებაზე: წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა. მოქმედებს არამხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, ასევე კერძო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, თუმცა ეს სქემა მილევად რეჟიმშია

გივი მიქანაძე: მინდა თითოეულ პედაგოგს, პროფესორ-მასწავლებელს, აღმზრდელს, სასკოლო ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს თითოეულ წარმომადგენელს დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და თავდადებისთვის, იმისთვის, რასაც ისინი ჩვენი მომავალი თაობისთვის ყოველდღიურად აკეთებენ

გივი მიქანაძე: მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომლითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ სხვადასხვა ადგილას დარეგისტრირდნენ

გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს

გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს

იმედი