მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი „ქალთა ორგანიზაციაზე“: ქალის როლი ბოლო პერიოდში არასწორად დაგვანახეს - თითქოს პოლიციის მანქანაზე შეხტომაში იყო ქალის ძალა, გინებაში, აგრესიაში, ზიზღში, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სტანდარტი გადავტეხეთ
ნინო წილოსანი „ქალთა ორგანიზაციაზე“: ქალის როლი ბოლო პერიოდში არასწორად დაგვანახეს - თითქოს პოლიციის მანქანაზე შეხტომაში იყო ქალის ძალა, გინებაში, აგრესიაში, ზიზღში, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სტანდარტი გადავტეხეთ

იმედი|imedinews.ge

ეს იყო ძალიან დიდი პატივი, რომ თავად პარტიის პოლიტიკური საბჭოს მხრიდან იყო დაყენებული მესამედ ჩემი კანდიდატურა და ჩემმა თანაგუნდელმა ქალებმა კიდევ ერთხელ ამირჩიეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, პარტია „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ორგანიზაცია გააგრძელებს იმ საქმიანობას, რასაც აქამდე ეწეოდა და დაიცავს ქალთა უფლებებს.

„პარტიის ქალთა ორგანიზაციამ დღეს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. იმ პირობებში, როდესაც ე.წ. ქალთა ორგანიზაციებმა თავისი ნამდვილი სახე დაგვანახეს და მიხვდით, რომ ისინი ვინც წლებია ფინანსდებოდნენ იმისთვის, რომ ქალთა უფლებებზე, ქალთა საკითხებზე ემუშავათ, თურმე რეალურად პოლიტიკური დაჯგუფებები ყოფილან და პოლიტიკურ იარაღად უნდა გამოეყენებინათ. დღეს ფაქტობრივად მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი ორგანიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუცია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გაშლილი. რომელსაც ჰყავს ძალიან დიდი ბირთვი, ძლიერი, წარმატებული და სხვადასხვა გადაწყვეტილებებში ჩართული ქალების.

ერთი მხრივ უზრუნველვყოფთ თავად ქალების ჩართულობას პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამავდროულად ვართ ჩვენი ქალი ამომრჩევლების ხმა. ჩვენ ქალის როლი ბოლო პერიოდში არასწორად დაგვანახეს, რომ თითქოს იმ რადიკალიზმში უნდა ყოფილიყო, პოლიციის მანქანაზე შეხტომაში იყო ქალის ძალა, პოლიციელზე თავდასხმაში, გინებაში, აგრესიაში, ზიზღში, რომელსაც აქტივისტი ქალები წარმოადგენდნენ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სტანდარტი გადავტეხეთ. ქართველი ქალების ძალა სულ სხვა რაღაცაშია. გავაგრძელებთ ქალების ინტერესების დაცვას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის მესამე ეროვნული კონფერენცია გაიმართა, სადაც თავმჯდომარედ ნინო წილოსანი აირჩიეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

იმედი

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ

იმედი

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

იმედი

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8 პროცენტით გაიზარდა

იმედი