მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინუცა ბუცხრიკიძე: თბილისობის ღონისძიებების ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე, ქართული კულინარიის გარდა, წარმოდგენილი იქნება მსოფლიო კულინარიაც - იტალიელი შეფ-მზარეულები მასტერკლასებს ჩაატარებენ
ნინუცა ბუცხრიკიძე: თბილისობის ღონისძიებების ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე, ქართული კულინარიის გარდა, წარმოდგენილი იქნება მსოფლიო კულინარიაც - იტალიელი შეფ-მზარეულები მასტერკლასებს ჩაატარებენ

ნინუცა ბუცხრიკიძე: თბილისობის ღონისძიებების ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე, ქართული კულინარიის გარდა, წარმოდგენილი იქნება მსოფლიო კულინარიაც - იტალიელი შეფ-მზარეულები მასტერკლასებს ჩაატარებენ

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინუცა ბუცხრიკიძემ „დღის ქრონიკაში“ თბილისობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებაზე ილაპარაკა.

მისივე თქმით, დედაქალაქში ღონისძიებები 5 ადგილას გაიმართება. კერძოდ, ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, რიყის პარკში, ორბელიანის მოედანსა და სკვერში და გუდიაშვილის მოედანზე.

„ყველა ამ ადგილზე, ხვალიდან კვირის ჩათვლით, 12:00 საათზე გაიხსნება ღონისძიებების პროგრამა და 23:00 საათამდე გაგრძელდება.

რიყის პარკში წარმოდგენილი იქნება ქართული სარესტორნო ბიზნესი. რეგიონებიდან ჩამოსული შეფებისა და მეწარმეების გარდა, იქ იქნებიან ძალიან ცნობილი სარესტორნო ბიზნესის შეფ-მზარეულები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში სპეციალური მენიუებით შეეგებებიან სტუმრებს“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

მისივე თქმით, ორბელიანის მოედანზე, ქართული კულინარიის გარდა, წარმოდგენილი იქნება მსოფლიო კულინარიაც. კერძოდ, ორბელიანის სკვერში იტალიის საელჩოს და თბილისის მერიის ორგანიზებით, იტალიელი შეფ-მზარეულები ჩაატარებენ მასტერკლასებს და საზოგადოებას თავიანთი კულინარიის მთავარ აქცენტებს გაუზიარებენ.

საპატიო თბილისელის წოდება წელსაც რამდენიმე ათეულ ადამიანს მიენიჭება. დაჯილდოების ცერემონია 20:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ტურნირ „თრიალეთის თასის“ გამარჯვებულია

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ტურნირ „თრიალეთის თასის“ გამარჯვებულია

იმედი

GITA სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში საგრანტო კონკურსს „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ აცხადებს

GITA სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში საგრანტო კონკურსს „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ აცხადებს

იმედი

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ლიცეუმების ბლოკირებისა და ვანდალიზმის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურება შესაძლოა არასრულწლოვანი დამრღვევების მშობლებს მოუწიოთ

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ლიცეუმების ბლოკირებისა და ვანდალიზმის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურება შესაძლოა არასრულწლოვანი დამრღვევების მშობლებს მოუწიოთ

იმედი

დიმიტრი ხუნდაძე: მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდა მზის პანელები, რაც საშუალებას იძლევა, რომ ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში მათ არათუ ელექტროენერგია ჰქონდეთ, არამედ მოიხმარონ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც